06.აპრილი .2016 20:30

საქართველოსა და "გაზპრომს" შორის ხელშეკრულება ძველი პირობებით დარჩა

views 1228
უკან

საქართველომ გაზპრომთან გასაფორმებელი ხელშეკრულების საბოლოო ტექსტი შეათანხმა. ამის შესახებ "ბიზნესკონტაქტს“ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა განუცხადა.

მისი განმარტებით, ქართული მხარის მოთხოვნები ხელშეკრულების ტექსტში გათვალისწინებულია.

"წლის ბოლომდე ბუნებრივი აირის ტრანზიტიდან ისევ 10%-ს მივიღებთ, ნატურით. ყველაფერი შეთანხმებულია, მხოლოდ ფორმალური პროცედურები დარჩა“, - განაცხადა ვალიშვილმა.

ამასთან, როგორც ვალიშვილმა განმარტა, ხელშეკრულება ტრანზიტის პირობებში დადგენილი კვოტის გარდა, ქართული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, ბუნებრივი აირის ახალ ფასს ითავლისწინებს.

"ეს ფასი იმაზე ნაკლებია, ვიდრე აქამდე იყო. დაახლოებით იმდენი პროცენტით არის შემცირებული, რამდენითაც სოკარმა შეგვიმცირა", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა