19.აპრილი.2016 12:10
ეკონომიკა

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები თურქეთი, ირლანდია, რუსეთი და ჩინეთია

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები თურქეთი, ირლანდია, რუსეთი და ჩინეთია
2016 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2145 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 7 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 443 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (12 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1703 მლნ. აშშ დოლარს (5 პროცენტით ნაკლები).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-მარტში 1260 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 59 პროცენტი შეადგინა.

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (342 მლნ. აშშ დოლარი), ირლანდია (210 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (185 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (169 მლნ. აშშ დოლარი).

სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 84 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 19 პროცენტი შეადგინა. მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 38 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 9 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე თხილის და სხვა კაკალის ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 33 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 7 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2016 წლის იანვარ-მარტში სამკურნალო საშუალებები იყო, რომლის იმპორტმა 260 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 15 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობის აირების და აირისებრი ნახშირწყალბადების სასაქონლო ჯგუფი 124 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 7 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 99 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6 პროცენტი).

16.ივლისი.2019 21:40
412

CNN-ი, Bloomberg-ი, Nat. Geo - მთავრობამ ამ კომპანიებს საქართველოს რეკლამა დაუკვეთა

ვრცლად
16.ივლისი.2019 21:24
155

"ტურიზმის სექტორში გამოწვევების დასაძლევად მომზადებულ გეგმაში მთავარ აქცენტს მცირე ზომის, უფრო საოჯახო ტიპის სასტუმროებზე ვაკეთებთ"

ვრცლად
16.ივლისი.2019 21:10
293

"სებ-სგან ველოდებით ბარიერების მოხსნას"-მიზეზები, რის გამოც მისო-ების ბაზარი მცირდება

ვრცლად
16.ივლისი.2019 20:44
303

მირკოსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარი მცირდება

ვრცლად
16.ივლისი.2019 19:50
189

ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე 3 მლნ ლარი დაიხარჯა

ვრცლად
16.ივლისი.2019 19:10
237

BAT „თბილისის თამბაქოს“ პასუხობს

ვრცლად