01.თებერვალი.2016 17:15
ექსკლუზივი

საქართველოს სამოქალაქო ავიაციას, ICAO-ს აუდიტორები, სავარაუდოდ მარტში შეამოწმებენ

საქართველოს სამოქალაქო ავიაციას, ICAO-ს აუდიტორები, სავარაუდოდ მარტში შეამოწმებენ
"ბიზნესკონტაქტისთვის" ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ თებერვალ-მარტში საქართველოში სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO)-ს აუდიტორები გეგმავენ ჩამოსვლას. როგორც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე, ლევან კარანაძე აცხადებს, (ICAO)-ს 2013 წელს ჩატარებული აუდიტის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად განხორციელებული საქმიანობის შედეგებისა და მიღწეული პროგრესის გაცნობის მიზნით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლებმა ICAO-ს პირველ პირებთან შეხვედრები გასული წლის დეკემბერში გამართეს. სააგენტომ ორგანიზაციის პირველ პირებს გააცნო საქართველოს საავიაციო ხელისუფლების საქმიანობის შედეგები და დაადასტურა სააგენტოს მზადყოფნა დაუყოვნებლივ მიიღოს ICAO აუდიტი, რათა მიღწეული პროგრესი აისახოს ოფიციალურ მაჩვენებლებშიც. როგორც ლევან კარანაძე აცხადებს, 2013 წელს ICAO-ს აუდიტის შედეგად, ავიაკომპანიების სერტიფიცირებასთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნები ამ ეტაპისთვის აღმოფხვრილია.
 
"თებერვალში, მაქსიმუმ მარტში ჩამოვლენ. მოლოდინის რეჟიმში ვართ როდის ჩამოვლენ მონრეალიდან აუდიტორთა ჯგუფი, რათა გავიაროთ საავიაციო უსაფრთოებასთან დაკავშირებული ვალიდაციის მისია", - აცხადებს კარანაძე.

რაც შეეხება "საქართველოს" ე.წ ICAO-ს "შავ სიაში" მოხვედრას, კარანაძე განმარტავს, რომ ICAO-ს "შავი სია" არ არსებობს და არის ე. წ "წითელი ალამი". "ეს სტატუსი ჩვენი ღრმა რწმენით მოხსნილი გვაქვს, თუმცა ველოდებით პროცესის დასრულებას და ICAO-ს აუდიტორების საქართველოში ჩამოსვლას. ჩვენი საავიაციო სისტემა დღეს გაცილებით უფრო მყარად დგას და უფრო მეტად ასრულებს საავიაციო სტანდარტს, ვიდრე ეს იყო წლების წინ", - აცხადებს ლევან კარანაძე.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი

15.ივნისი.2019 21:34
956

მამუკა ბახტაძე დალასის საპატიო მოქალაქე გახდა

ვრცლად
03.ივნისი.2019 09:00
730

როგორი უნდა იყოს საქართველოს პოლიტიკა ჰესების მშენებლობაზე? - ავსტრიის ელჩის პასუხი

ვრცლად
02.ივნისი.2019 16:20
867

როგორია ენერგო-ტურიზმი ავსტრიაში - "ერთ-ერთ ქალაქში ხშირად ჩამოდის არნოლდ შვარცნეგერი"

ვრცლად
02.ივნისი.2019 15:10
816

იტალიის ელჩი: მე უფრო საშუალო ზომის ჰესების პოტენციალს ვხედავ საქართველოში

ვრცლად
01.ივნისი.2019 19:52
8676

ავსტრიის ელჩი: მუდმივად გვიწევს საქართველოში გადაწყვეტილების მიუღებლობის პრობლემასთან შეჭიდება

ვრცლად
21.მაისი.2019 16:49
228

"საფოსტო მარკებით მოთხრობილი ისტორია"

ვრცლად