მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს სამოქალაქო ავიაციას, ICAO-ს აუდიტორები, სავარაუდოდ მარტში შეამოწმებენ

56af5ada9938b
ელენე გოგბერაშვილი
01.02.16 17:15
1636
"ბიზნესკონტაქტისთვის" ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ თებერვალ-მარტში საქართველოში სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO)-ს აუდიტორები გეგმავენ ჩამოსვლას. როგორც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე, ლევან კარანაძე აცხადებს, (ICAO)-ს 2013 წელს ჩატარებული აუდიტის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად განხორციელებული საქმიანობის შედეგებისა და მიღწეული პროგრესის გაცნობის მიზნით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლებმა ICAO-ს პირველ პირებთან შეხვედრები გასული წლის დეკემბერში გამართეს. სააგენტომ ორგანიზაციის პირველ პირებს გააცნო საქართველოს საავიაციო ხელისუფლების საქმიანობის შედეგები და დაადასტურა სააგენტოს მზადყოფნა დაუყოვნებლივ მიიღოს ICAO აუდიტი, რათა მიღწეული პროგრესი აისახოს ოფიციალურ მაჩვენებლებშიც. როგორც ლევან კარანაძე აცხადებს, 2013 წელს ICAO-ს აუდიტის შედეგად, ავიაკომპანიების სერტიფიცირებასთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნები ამ ეტაპისთვის აღმოფხვრილია.
 
"თებერვალში, მაქსიმუმ მარტში ჩამოვლენ. მოლოდინის რეჟიმში ვართ როდის ჩამოვლენ მონრეალიდან აუდიტორთა ჯგუფი, რათა გავიაროთ საავიაციო უსაფრთოებასთან დაკავშირებული ვალიდაციის მისია", - აცხადებს კარანაძე.

რაც შეეხება "საქართველოს" ე.წ ICAO-ს "შავ სიაში" მოხვედრას, კარანაძე განმარტავს, რომ ICAO-ს "შავი სია" არ არსებობს და არის ე. წ "წითელი ალამი". "ეს სტატუსი ჩვენი ღრმა რწმენით მოხსნილი გვაქვს, თუმცა ველოდებით პროცესის დასრულებას და ICAO-ს აუდიტორების საქართველოში ჩამოსვლას. ჩვენი საავიაციო სისტემა დღეს გაცილებით უფრო მყარად დგას და უფრო მეტად ასრულებს საავიაციო სტანდარტს, ვიდრე ეს იყო წლების წინ", - აცხადებს ლევან კარანაძე.