10.ივნისი .2019 21:55

საქართველოს საფონდო ბირჟის მიმოხილვა

views 551
უკან

საქართველოს საფონდო ბირჟაზე არც სავაჭრო სესიების და არც ე.წ "ფიქსინგის" დროს გარიგებები არ დადებულა.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც 4 ქართული კომპანიაა დალისტული, გასულ კვირას Galt & Taggart-ის მონაცემებით, "საქართველოს ბანკის" 222 ათასზე მეტი აქცია გასხვისდა 3.59 მილიონ ფუნტად, Georgia Capital-ის ყველაზე მეტი, 432 ათასი აქცია – 4.1 მილიონად, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" 81 ათასზე მეტი, "თიბისი ბანკის" კი 141 269 ფასიანი ქაღალდი – 2.1 მილიონ ფუნტად.

რაც შეეხება ქართული კომპანიების ღირებულებას ლონდონში, "საქართველოს ბანკის" საბაზრო კაპიტალიზაცია 800 მილიონ ფუნტს ჩამოსცდა და 788 მილიონია, "თიბისი ბანკი" 867 მილიონადაა შეფასებული და მისი ფასიც ასევე შემცირებულია 1 კვირის განმავლობაში. Georgia Capital 358 მილიონი ღირს, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი კი 343 მილიონი.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას "თიბისი ბანკს" ლონდონში ინვესტორთა დღე ჰქონდა, სადაც შეიკრიბნენ ინვესტორები, ანალიტიკოსები და ფინანსური სექტორის წარმომადგენლები. სპეციალურად მათთვის "თიბისი ბანკის" ტოპ-მენეჯმენტმა დეტალური პრეზენტაციები გამართეს და ბანკის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს, რომლის მიხედვითაც რამდენიმე წელიწადში ბანკი საკუთარი მომხმარებლების 10 მილიონამდე გაზრდას გეგმავს.

საქართველოს საფონდო ბირჟას რომ დავუბრუნდეთ, მისი ინდექსი, GSX კვლავ 140 პუნქტია, რაც შეეხება საბაზრო კაპიტალიზაციას, ის მაისის მონაცემებითაც 1 მილიარდ 941 მილიონი ლარია. შეგახსენებთ, რომ ეს მონაცემი 3 თვეა არ შეცვლილა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა