15.აპრილი.2019 13:50
საფინანსო სექტორი

საქართველოს საფონდო ბირჟის მიმოხილვა

საქართველოს საფონდო ბირჟის მიმოხილვა
საქართველოს საფონდო ბირჟაზე ე.წ „ფიქსინგის“ დროს 1300-მდე ობლიგაცია გასხვისდა, აქედან 991 „m2”-ის იყო, დანარჩენი კი -„საქართველოს სალიზინგო კომპანიის“. გარიგების ჯამური ღირებულება 1 მილიონ 273 ათასი დოლარი იყო.

ლონდონში "საქართველოს ბანკის" 173 ათას აქციაზე დაიდო გარიგება 3 მილიონ ფუნტად, „Georgia Capital“-ის 268 ათასი ფასიანი ქაღალდი გასხვისდა 2 მილიონ 909 ათას ფუნტად, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის 15 477 აქციაზე დაიდო გარიგება. „თიბისი ბანკს“ რაც შეეხება, მისი მხოლოდ 50 000 აქცია გასხვისდა 801 ათას ფუნტად, რაც უნდა აღვნიშნოთ, რომ საკმაოდ შემცირებული რაოდენობაა წინა პერიოდთან შედარებით.

რაც შეეხება მათ საბაზრო კაპიტალიზაციას, "საქართველოს ბანკი" 826 მილიონადაა შეფასებული, „Georgai Capital“ 403 მილიონი ღირს, სერიოზული მატება ჰქონდა საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს, რომლის ფასმაც 13.5%-ით მოიმატა, ამჟამად მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 292 მილიონია, „თიბისი ბანკის“ ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე კი 855 მილიონი ფუნტია.

საქართველოს საფონდო ბირჟაზე ინდექსი არ შეცვლილა და ის 22 იანვრის შემდეგ 139 ერთეულისგან შედგება, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 31 მარტის მონაცემებით, 1 მილიარდ 941 მილიონი ლარია. შეგახსენებთ, რომ თებერვლის შემდეგ ის 12 მილიონი ლარითაა მომატებული.

ავტორი: ლევან თაღიაშვილი

17.ივლისი.2019 16:00
623

თამაზ გიორგაძის დაფუძნებულ Raisin-ში Goldman Sachs-მა €25 მნლ ჩადო

ვრცლად
17.ივლისი.2019 13:07
37

"ბაზისბანკმა" აღმაშენებლის გამზირზე განახლებული სერვისცენტრი გახსნა

ვრცლად
16.ივლისი.2019 20:44
459

მირკოსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარი მცირდება

ვრცლად
16.ივლისი.2019 18:07
281

ADB-მ საქართველოს ბანკთან და G&T-თან პარტნიორობით ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა

ვრცლად
16.ივლისი.2019 15:30
252

Euromoney-მა თიბისი ბანკი 2019 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა

ვრცლად
15.ივლისი.2019 18:10
92

V CARD - ვითიბი ბანკის ახალი საკრედიტო ბარათი

ვრცლად