მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს რკინიგზა: 6 თვეში მგზავრთა გადაყვანებიდან მიღებულმა შემოსავალმა 11 მლნ-ს გადააჭარბა

5d35a13a8b413
ელენე გოგბერაშვილი
22.07.19 16:05
1128
„საქართველოს რკინიგზის“ 2019 წლის 6 თვის მონაცმებით, მგზავრთა გადაყვანებიდან მიღებული შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 11 მილიონ ლარს გადააჭარბა.

როგორც რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული მაჩვენებელი 20%-ით მეტია მაგისტრალური გადაყვანებიდან მიღებულ შემოსავალზე და 51%-ით მეტი საერთაშორისო გადაყვანებიდან მიღებულ შემოსავალზე გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2019 წლის 6 თვის ჭრილში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 1,277,312 შეადგენს, რაც ისტორიულად მაღალი მაჩვენებელია.

"ამ შედეგების მიღება მრავალი ფაქტორითაა განპირობებული. მიუხედავად იმისა, რომ მგზავრთა გადაყვანები წამგებიან სეგმენტს წარმოადგენს და გარკვეულწილად სოციალურ ხასიათს ატარებს, კომპანიამ მოახერხა ტარიფების მინიმალურ დონეზე შენარჩუნებისა და სამგზავრო მატარებლების უტილიზაციის გაზრდის შედეგად, მგზავრთა გადაყვანის ზარალის შემცირება. კომპანია ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ გააუმჯობესოს მომსახურება და მგზავრობა უფრო კომფორტული გახადოს", - აცხადებენ "საქართველოს რკინიგზაში".