05.დეკემბერი .2015 19:07

საქართველოს რეგიონებში ბიზნეს აქტივობა ყველაზე დაბალი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია

views 1483
უკან

III კვარტალში, საქართველოში საწარმოთა მთლიანმა ბრუნვამ 13.9 მლრდ. ლარი, ხოლო პროდუქციის მთლიანმა გამოშვებამ 7.1 მლრდ. ლარი შეადგინა.
 
რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში პრევალირებენ თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით: თბილისი – 70.6 პროცენტი, აჭარის ა.რ. – 7.4 პროცენტი,ქვემო ქართლი – 6.1 პროცენტი, იმერეთი – 4.7 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.4 პროცენტი.

რეგიონების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში პრევალირებენ კვლავ თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით: თბილისი – 64.9 პროცენტი, აჭარის ა.რ. – 8.4 პროცენტი, ქვემო ქართლი – 7.8 პროცენტი, იმერეთი – 4.9 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.9 პროცენტი.

რეგიონების მიხედვით, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კვლავ რაჭა-ლეჭხუმს და ქვემო სვანეთს აქვთ, რის შემდეგაც გურია მოდის.
რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, რეგიონების მიხედვით დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის განაწილება ხასიათდება შემდეგი თანმიმდევრობით: თბილისი – 64.5 პროცენტი, აჭარის ა.რ. – 9.3 პროცენტი, იმერეთი – 7.0 პროცენტი, ქვემო ქართლი – 5.6 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 4.1 პროცენტი.