23.აპრილი.2019 11:44
საზოგადოება

საქართველოს რეგიონები, სადაც ბავშვების სისხლში ყველაზე მეტი ტყვია აღმოაჩინეს

საქართველოს რეგიონები, სადაც ბავშვების სისხლში ყველაზე მეტი ტყვია აღმოაჩინეს
2-დან 7-წლამდე ასაკის ბავშვებში ყველაზე მაღალი ტყვიის შემცველიბა აჭარაში აღმოაჩინეს. ასეთია კვლევის შედეგი, რომელიც საქართველოში ჩაატარა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (ISS) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით.

აღმოჩნდა, რომ ტყვიის უფრო მაღალი შემცველობა საქართველოს რეგიონებში, კონკრეტულად კი სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს აქვთ, ვიდრე ქალაქში მცხოვრებ მცირეწლოვანებს.

ყველაზე მაღალი ტყვიის შემცველობა კი შემდეგ რეგიონებში დაფიქსირდა: აჭარა, გურია, იმერეთი და სამეგრელო.



ტყვიის დონის განსასაზღვრად, ვენური სისხლის სინჯები შეგროვდა 2-7 წლის 1578 ბავშვისგან საქართველოს მასშტაბით.

კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა მერყეობს 5-10 მკგ/დლ (მიკროგრამი დეცილიტრზე) ფარგლებში, რაც მიუთითებს მსუბუქ მატებაზე, ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს.

ტყვიის მინიმალური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმში არ არის დადგენილი. თუმცა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების რეკომენდაციების შესაბამისად, სხვადასხვა მასშტაბის საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს, როდესაც ვენურ სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს.

ბავშვების კვლევაში ჩართვა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და სინჯები გაიგზავნა იტალიის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში (ISS).



22.მაისი.2019 16:46
31

26 მაისის აღსანიშნავად, საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტები სადღესასწაულოდ გაფორმდა

ვრცლად
22.მაისი.2019 16:10
92

„კენტ წლებში, როცა ფეხბურთის ჩემპიონატები არაა, საზმაუს შემოსავლები უფრო ნაკლებია“

ვრცლად
22.მაისი.2019 16:00
267

ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი „წითელ ნუსხაში“ დაცული ხეების მოჭრაზე განმარტებას აკეთებს

ვრცლად
22.მაისი.2019 15:38
94

საზმაუს სტარტაპების დაფინანსების პროექტი არ დაუწყია - სამეურვეო საბჭოს განმარტება

ვრცლად
22.მაისი.2019 15:15
1940

Livepress: ზუგდიდში რესტორან „დიარონმა“ საარჩევნო პერიოდში 1 ტონა ყველი დახარჯა

ვრცლად
22.მაისი.2019 14:50
112

როგორ აღნიშნავს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისის პროგრამა

ვრცლად