20.აპრილი.2019 14:30
ეკონომიკა

საქართველოს N1 საექსპორტო პარტნიორი ჩრდილოელი მეზობელია - რა გაგვაქვს რუსეთში?

საქართველოს N1 საექსპორტო პარტნიორი ჩრდილოელი მეზობელია - რა გაგვაქვს რუსეთში?
2019 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 74.2% შეადგინა.

უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: რუსეთი (135.4 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (84.9 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (68.1 მლნ. აშშ დოლარი).
საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის პირველ კვარტალში რუსეთში ექსპორტი 98.2 მლნ დოლარი იყო, წელს კი, როგორც ჩანს, ეს მაჩვენებელია 135.4 მლნ-მდეა გაზრდილი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციითვე, იანვარ-მარტში რუსეთში საქართველოდან 38.3 მლნ დოლარის ფეროშენადნობების ექსპორტი განხორციელდა, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის დონეს 4 მლნ-ით აღემატება.

წელს გაზრდილია რუსეთში ქართული ნატურალური ღვინოების ექსპორტიც 26.3 მლნ დოლარიდან 32.5 მლნ-მდე.

რუსეთში ექსპორტირებული TOP-3 სასაქონლო ჯგუფების სამეულშია მინერალური და მტკნარი წლები, რომლის ექსპორტიდან საქართველომ სამ თვეში 15.2 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.

საექსპორტო ხუთეულშია დაფასოებული მედიკამენტები 7.8 მლნ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, გასულ წელთან შედარებით რუსეთიდან იმპორტი შემცირებულია დაახლოებით, 21 მლნ-ით და იანვარ-მარტში 191.6 მლნ დოლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში საიმპორტო სამეულში მოხვდა ტრადიციულად ნავთობიდა და ნავთობპროდუქტები (38.5 მლნ დოლარი), ხორბალი და მესლინი (15.9 მლნ დოლარი) და ქვანახშირის კოქსი და ნახევარკოქსი (8.6 მლნ დოლარი).

ცნობისთვის: 2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 807.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით ნაკლებია.

აქედან ექსპორტი 826.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (12.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 981.3 მლნ. აშშ დოლარს (4.7 პროცენტით ნაკლები).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წლის იანვარ-მარტში, 1 155.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტია. ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.5 პროცენტით გაიზარდა და 553.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
ავტორი: თელარა გელანტია

19.ივლისი.2019 13:54
72

ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის შემუშავებაზე კონკურსი გამოცხადდა

ვრცლად
19.ივლისი.2019 12:32
67

მთავრობის ურთიერთობას რუსეთთან 52% ნეგატიურად, 33% კი დადებითად აფასებს

ვრცლად
19.ივლისი.2019 12:30
109

IRI - მოსახლეობის 66% ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება

ვრცლად
19.ივლისი.2019 12:11
96

ბაკურიანში 3 ახალი სასრიალო ტრასა და საბაგიროები ამოქმედდება – დაიხარჯება 66.5 მლნ ლარი

ვრცლად
19.ივლისი.2019 12:02
133

IRI - ეროვნული ბანკის საქმიანობას მოსახლეობის 62% ნეგატიურად აფასებს

ვრცლად
19.ივლისი.2019 11:27
122

როგორ მოხდება საპენსიო დანაზოგების მართვისას რისკების კონტროლი

ვრცლად