მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მთავრობა "ფრანს ავტოსგან" 335 თეთრ ავტომობილს ყიდულობს

5d3803cee0460
შოთა ტყეშელაშვილი
24.07.19 13:00
2216
საქართველოს მთავრობა ორი კონსოლიდირებული ტენდერის მეშვეობით 335 ავტომობილს ყიდულობს. ორივე ტენდერში საქართველოს ბაზარზე "რენოს" დილერმა “ფრანს ავტომ” გაიმარჯვა. პირველი 9,563,000 ლარის ტენდერით მთავრობა Renault Sandero-ს მარკის 200 ცალ ავტომობილს შეიძენს. შესასყიდი ავტომობილების ფერი თეთრია. ამონაწერის მიხედვით, ავტომობილის მწარმოებელი ქვეყანა რუმინეთია.

მას 90 ცხენის ძალის სიმძლავრის ბიტურბო ბენზინის ძრავი, 15 ინჩიანი ფოლადის დისკები, ნაჭრის სალონი, სათადარიგო საბურავი და ჰიდრავლიკური საჭე ექნება.

ტენდერში “ფრანს ავტოს” კონკურენტი "ფორდის" ოფიციალური დილერი “ჯი-თი მოტორსი” იყო.

რაც შეეხება მეორე, 135-ავტომობილიან ტენდერს, ის ჯიპების შესასყიდად გამოცხადდა. პირველი ტენდერის მსგავსად, ავტომობილების საბოლოო რაოდენობა 20%-ით შეიძლება დაკორექტირდეს.

ამ ტენდერში “ფრანს ავტოს” მიერ წარდგენილმა თეთრმა Renault Duster-მა გაიმარჯვა. ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით, მას 110 ცხენის ძალა, 6 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი და 1.5 კუბური ლიტრის მოცულობის ბიტურბო ძრავი ექნება.

ტენდერში “ფრანს ავტოს” კონკურენტი სენა ავტო იყო, რომლის წინადადების ფასიც 8,982,495 ლარს შეადგენდა.