მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მომხმარებელთა თითქმის ყოველი მე-6-ე ინტერნეტთავდასხმის მსხვერპლია

5d08851710b1f
BM.GE
18.06.19 10:26
1057
2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მომხმარებელთა 16% დაექვემდებარა ინტერნეტთავდასხმას. სომხეთში ამ მაჩვენებელმა შეადგინა 16,13 %, ხოლო აზერბაიჯანში 18,28%, ამ ქვეყანამ დაიჭირა მე11-ე ადგილი ინტერნეტის საშუალებით შეტევადაქვემდებარებულ ქვეყნებს შორის. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია "კასპერსკის ლაბორატორიის" წარმომადგენლობა ავრცელებს.

მთელი 2018 წლის განმავლობაში ასეთ შეტევას შეეჯახა საქართველოს მომხმარებელთა 26,62%, ერთი წლის წინ კის ეს მაჩვენებელი 22,93% ადგენდა. აზერბაიჯანში ვენ-შეტევას დაქვემდებარებულ მომხმარებელთა წილი 2017 წელში 35,14%-დან გაიზარდა 35,88%-მდე, სომხეთში კი – 32,81% -დან 36,47%-მდე. ამის შესახებ მოწმობენ „კასპერსკის ლაბორატორიის" მონაცამები.

სულ 2019 წლის პირველ კვარტალში კომპანიის გადაწყვეტილებებმა ასახეს 843 მლნ.96 ათას 461 შეტევა, რომელიც ხდებოდა 103 ქვეყნის ინტერნეტ-რესურსებზე და დაფიქსირებული იქნა 113 მლნ. 640 ათას 221 უნიკალური URL (მისამართები), რომლებზეც ამუშავდა ვებ-ანტივირუსი.

ექსპერტები მომხმარებლებს ურჩევენ გამოიყენოთ ვებ-მოდულიანი ანტივირუსი, რომელიც იცავს მომხმარებლებს დასნებოვანებული ვებ-გვერდებიდან მავნე ობიექტების ჩამოტვირთვისაგან.

ბოროტმზრახველები ან სპეციალურად ქმნიან მავნე საიტებს ან ტეხენ ლეგიტიმურ რესურსებს და იქ ათავსებენ სხვადასხვა დანიშნულების მავნე სკრიპტებსა და პროგრამებს, როგორებიც არიან: კრიპტოვალიუტების დაფარული მაინერები, კრიპტოგრაფ-გამომძალველების ამტვირთავები, პროგრამები პირადი და საბანკო მონაცემების მოპარვისათვის.