მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს კონტეინერების გადაზიდვის ბაზარზე უმსხვილესი წილი Mediterranean Shipping Company-ს უკავია

565fdaae5e9f6
BM.GE
03.12.15 09:57
2086
საქართველოს კონტეინერების გადაზიდვის ბაზარზე უმსხვილესი წილი მსოფლიოს ლიდერს კონტეინერების გადაზიდვაში Mediterranean Shipping Company-ს ( MSC) უკავია.
 
მიმდინარე წლის 9 თვის შედეგებით, MSC-ი ბაზარის 41,72%-იან წილს ფლობს და 2-ჯერ უსწრებს უშუალო კონკურენტს MAERSK-ს, რომელიც მხოლოდ 19,74%-ს იკავებს. აღსანიშნავია, რომ ბოლო 1 წელიწადში MSC-ის წილი ბაზარზე 3,76% შემცირდა. MAERSK-ის წილი კი, 2014 წლის 9 თვესთან შედარებით, 1,43% გაიზარდა. ლიდერთა სამეულშია EMC -ი, რომელმაც წილი მკვეთრად, 3,49%-ით, 12,68%-მდე გაზარდა. წინა წლისგან განსხვავებით ბაზარზე ორი ახალი კომპანია შემოვიდა - YML და CSCL. სულ 15 კომპანია ოპერირებს. შავი ზღვის აუზის ქვეყნებში საკონტეინერო ხაზების რეიტინგები კომპანია Informall BG შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 9 თვის მონაცემებით, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობამ 290 822 TEU/TEU/ერთეული შეადგინა.