14.აგვისტო.2019 11:41
ეკონომიკა, საზოგადოება

„საქართველოს ფოსტამ“ საბერძნეთიდან და იტალიიდან ამანათების გაგზავნის ტარიფი შეამცირა

„საქართველოს ფოსტამ“ საბერძნეთიდან და იტალიიდან ამანათების გაგზავნის ტარიფი შეამცირა
„საქართველოს ფოსტის“ განცხადებით, საბერძნეთის და იტალიის მიმართულებით ამანათების გაგზავნის ტარიფი მკვეთრად შეამცირეს.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, საბერძნეთსა და იტალიაში ყველაზე მეტი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს, სწორედ ამის გათვალისწინებით „საქართველოს ფოსტამ“ მიიღო გადაწყვეტილება დაეწყო კამპანია „საქართველოს ფოსტა ემიგრანტებისთვის“, რაც გულისხმობს საქართველოდან ამ ქვეყნების მიმართულებით ამანათების სახმელეთო გზით გაგზავნის ტარიფის მკვეთრ შემცირებას, ამასთანავე საქართველოს ფოსტა ემიგრანტებს საშუალებას აძლევს დასაქმდნენ ადგილზე, თავად მოახდინონ ამანათების გაცემა /შეგროვება და გამოიმუშაონ დამატებითი შემოსავალი. ხოლო საბერძნეთსა და იტალიაში, საქართველოს ფოსტის უკვე პარტნიორი ემიგრანტების მიერ მიღებული ამანათების ტრანსპორტირებას საქართველოში და მათ ადგილზე დარიგებას მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს საქართველოს ფოსტა“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტის ფარგლებში, ტარიფი ვრცელდება სახმელეთო ამანათებზე, რომლის მიმდინარე საფასური საბერძნეთის მიმართულებით გახლავთ 1 კგ. - 1,5 ევრო, ხოლო იტალიის მიმართულებით 1 კგ. - 2 ევრო. აღნიშნული ტარიფი ვრცელდება ნებისმიერი ტიპის შიგთავსის მქონე ამანათებზე.

„ჩვენთვის როგორც ეროვნული საფოსტო ოპერატორისთვის მეტად მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ და გავითვალისწინოთ მომხმარებლის მოთხოვნა, სწორედ აქედან გამომდინარე დავიწყეთ პროექტი „საქართველოს ფოსტა ემიგრანტებისთვის“, რომლის მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვა, საფოსტო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ხარისხიანი მომსახურების და ხელმისაწვდომი ტარიფის შეთავაზება. ამასთანავე ემიგრანტების თხოვნის გათვალისწინებით, ამავე პროექტის ფარგლებში საჯარო ინტერესის გამმოხატვის ფორმით მათ შევთავაზეთ პარტნიორობა, რასაც ასევე საკმაოდ მაღალი ინტერესი მოჰყვა. ჩვენ შევძელით საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზირება და შედეგად მივიღეთ მომხმარებლისთვის მიმზიდველი დაბალი ტარიფი. პირველ ეტაპზე პროექტის განხორციელება დავიწყეთ საბერძნეთის და იტალიის მიმართულებით, ეტაპობრივად პროექტი გაგრძელდება სხვა ევროპული ქვეყნების მიმართულებითაც“, - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

აღნიშნული სერვისით სარგებლობა შეგიძლიათ „საქართველოს ფოსტის“ ყველა სერვისცენტრში მთელი საქართველოს მასშტაბით.
ავტორი: თელარა გელანტია

23.აგვისტო.2019 17:40
57

რა პირობით მიიღებენ მცირე სასტუმროები მთავრობისგან სესხის თანადაფინანსებას

ვრცლად
23.აგვისტო.2019 17:32
157

რუსული ავიასანქციით დაზარალებული მცირე/საოჯახო სასტუმროები 1 სექტემბრიდან დაფინანსდებიან

ვრცლად
23.აგვისტო.2019 16:30
114

ლაურა ღაჭავა ნახევარმილიონიანი გირაოს შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასაჩივრებს

ვრცლად
23.აგვისტო.2019 15:55
133

მარნეულის ქარხანამ ტყემალი შემოწმებისთვის გერმანიის ფრეზენიუსის ლაბორატორიაში გააგზავნა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 15:40
215

ზაზა ფაჩულიამ "არქის" 13%–იანი წილი შეიძინა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 15:27
588

ზაზა ფაჩულია "არქის" თანამფლობელი გახდა

ვრცლად