05.აპრილი.2016 10:59
საფინანსო სექტორი

საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებელს აფრთხილებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებელს აფრთხილებს
საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს და მოუწოდებს, საკუთარი სახსრების სხვა პირებისთვის გადაცემისას სიფრთხილე გამოიჩინონ.
 
"ბოლო პერიოდში გახშირდა სხვადასხვა იურიდიული პირების მხრიდან მაღალი საპროცენტო სარგებლის დაპირების სანაცვლოდ თანხების სესხის ან თამასუქის სახით მოზიდვის რეკლამირება.

ნებისმიერი პირის უფლებაა, მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი სახსრების განკარგვის შესახებ. თუმცა, სამომავლოდ, დაბანდებული თანხების დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ მიიღონ გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილება. თანხის დაბანდებამდე აუცილებლად გაითვალისწინონ, რომ მაღალი საპროცენტო სარგებელი, სხვა თანაბარ პირობებში, გულისხმობს ასევე მაღალ რისკს.

მოვუწოდებთ მოქალაქეებს, საკუთარი სახსრების სხვა პირისათვის გადაცემისას გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე, აუცილებლად გადაამოწმონ ინფორმაცია. გაითვალისწინონ, მათ შორის: ექვემდებარება თუ არა კონკრეტული იურიდიული პირი სახელმწიფოს რეგულირებას და მხოლოდ შესაძლო რისკების შესწავლისა და გააზრების შემდგომ მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

20.ივლისი.2019 11:40
315

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “სმარტ ინვესტს” რეგისტრაცია გაუუქმდა

ვრცლად
19.ივლისი.2019 12:50
428

"სამომხმარებლო სესხების რაოდენობა თვიდან-თვემდე მნიშვნელოვნად იკლებს"

ვრცლად
18.ივლისი.2019 12:26
280

სებ-ი ADB-ის მიერ ლარის ობლიგაციების გამოშვებას მიესალმება

ვრცლად
18.ივლისი.2019 11:47
98

საბკულტურა - ღია სივრცე წიგნის მოყვარულთათვის

ვრცლად
17.ივლისი.2019 16:00
810

თამაზ გიორგაძის დაფუძნებულ Raisin-ში Goldman Sachs-მა €25 მნლ ჩადო

ვრცლად
17.ივლისი.2019 13:07
65

"ბაზისბანკმა" აღმაშენებლის გამზირზე განახლებული სერვისცენტრი გახსნა

ვრცლად