მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს და ლონდონის საფონდო ბირჟის მიმოხილვა

5cbd5f9a31f65
ლევან თაღიაშვილი
22.04.19 11:00
847
საქართველოს საფონდო ბირჟაზე ე.წ „ფიქსინგის“ დროს, „m2“-ის და შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ ჯამში 1.5 მილიონი დოლარის ობლიგაციები გასხვისდა, თუმცა ძირითადი დატვირთვა სწორედ m2-ზე მოდიოიდა.

სს „,მისო კრისტალმა“ ახალი ფასიანი ქაღალდების ემისიის თაობაზე განაცხადა. კომპანიამ 2-წლიანი 15 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა B კატეგორიის ლისტინგში, რომლის გამოშვების აგენტიც Galt & Taggart იყო. ბირჟის ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით, ობლიგაციების მცურავი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთს დამატებული 400 საბაზისო პუნქტი, პროცენტის კვარტალში ერთხელ გადახდით.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ბანკის 320 460 აქცია გაიყიდა 5 მილიონ 349 ათას ფუნტად, Georgia Capital-ის 216 000 აქციაზე მეტი, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის კი - 30 109 აქცია გასხვისდა. რაც შეეხება თიბისი ბანკს, მისი 141 641 აქცია გაიყიდა 2.1 მილიონ ფუნტად.

ქართულ კომპანიებს პოზიტიური კვირა არ ჰქონიათ, რადგან მათი 1 აქციის ფასი და საბაზრო კაპიტალიზაცია შემცირებულია. საქართველოს ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე 819 მილიონი ღირს, Georgia Capital 386 მილიონ ფუნტადაა შეფასებული, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი - 269 მილიონად, თიბისი ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია კი, 836 მილიონია.

საქართველოს საფონდო ბირჟაზე ზუსტად 3 თვეა ინდექსი GSX ერთ ადგილზეა გაყინული და 139 პუნქტისგან შეადგენს. ბირჟის საბაზრო კაპიტალიზაცია კი, 31 მარტის მონაცემებით, 1 მილიარდ 941 მილიონი ლარია.