11.თებერვალი .2016 16:10

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს რევოლუციურად აფასებს

views 2027
უკან

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საგადასახადო კოდექსში პრემიერ მინისტრის ინიციატივით მომზადებულ ცვლილებებს რევოლუციურად აფასებს და მიიჩნევს, რომ დაგეგმილი საგადასახადო რეფორმები მკვეთრად გააუმჯობესებს ქვეყნის საგადასახადო და ბიზნეს გარემოს მიმზიდველობას არა მხოლოდ ადგილობრივი ბიზნესისათვის, არამედ უცხოელი ინვესტორებისათვისაც.
 
"მოგების გადასახადის "ესტონური მოდელის" დანერგვა და საგადასახადო ადმინისტრირების რეფორმა ის უმნიშვნელოვანესი თემებია, რომლებზეც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ჯერ კიდევ 2013 წლიდან მოყოლებული, პარტნიორ ბიზნესასოციაციებთან ერთად მუშაობდა და აქტიურად ეწეოდა ამ საკითხების ადვოკატირებას აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საუბრობდა ამ რეფორმების მნიშვნელობაზე მედიასთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ინიცირებული რეფორმების შესაბამისი საკანანონმდებლო აქტების პროექტების განხილვაში და დახვეწაშიც აქტიურად მიიღებს მონაწილეობას. ვფიქრობთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საგადასახადო გარემოს რადიკალური გაუმჯობესებისაკენ მიმართული ეს რეფორმები საქართველოს ახალი პრემიერ მინისტრის უშუალო ძალისხმევითა და ინიციატივით იღებს სტარტს, რაც, თავის მხრივ, მომავალში კიდევ არაერთი აუცილებელი, საგადასახადო თუ ეკონომიკური რეფორმის განხორციელების იმედს იძლევა; ჩვენი აზრით, დღეს ინიცირებული რეფორმები მყარი საფუძველი იქნება ქართული სახელმწიფოს და ეკონომიკის მომავალი განვითარებისა და შეუქცევადი ზრდისათვის", - განმარტავენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა