მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მოგების გადასახადის ახალი სისტემის ამოქმედებას 2017 წლის 1 იანვრიდან ითხოვს

56efa2583780d
BM.GE
21.03.16 11:26
2671
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მოგების გადასახადის ახალი სისტემის 2017 წლიდან ამოქმედების შესახებ პრემიერ-მინისტრს მიმართავს. როგორც ასოციაციაში აცხადებენ, მოგების გადასახადის რეფორმა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიზნებისათვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.
 
"ეს გახლავთ რევოლუციური ცვლილება საგადასახადო კანონმდებლობაში, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესგარემოს მიმზიდველობის ზრდას და სულ უფრო მეტ ადგილობრივ და უცხოელ ბიზნესმენს მისცემს დამატებით მოტივაციას ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების განსახორციელებლად.

ამასთანავე, რეფორმის მნიშვნელობის და სირთულის გათვალისწინებით, უმჯობესი იქნება თუ საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები ამოქმედდება 2017 წლის 1 იანვრიდან", - აცხადებენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში.

მათივე ინფორმაციით, რეფორმის ნაჩქარევი განხორციელება, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის შეფასებით, გამოიწვევს გარკვეულ ბუნდოვანებებს და გაუგებრობებს, დამატებით დანახარჯებს და ბიზნესის მოუმზადებლობით გამოწვეულ საგადასახადო რისკებს;

"საგადასახადო ადმინისტრირების განმახორციელებელ ორგანოებს ერთის მხრივ და მეორე მხრივ ბიზნესს, აუცილებლად დასჭირდებათ გარკვეული დრო ცვლილებებთან ადაპტაციისათვის.

იმ ფონზე, როდესაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა ჯერ კიდევ არ დაუწყია საკანონმდებლო ორგანოს, ამ ცვლილებების ნაჩქარევად, ამა წლის პირველი ივლისიდან ამოქმედება, გაზრდის ადმინისტრირების თანმხლებ რისკებს, მინიმუმამდე შეამცირებს პოტენციური ხარვეზების დროული აღმოფხვრის შესაძლებლობას და შესაძლოა ამ გზით გამოიწვიოს ამ უმნიშვნელოვანესი რეფორმის იდეის ერთგვარი დისკრედიტაცია, რაც დაუშვებლად მიგვაჩნია", - განმარტავენ ბიზნეს ასოციაციაში.