13.აგვისტო.2019 14:21
ეკონომიკა, საფინანსო სექტორი

„საქართველოს ბანკმა“ Global Finance-ის ჯილდო „საუკეთესო ინტერნეტბანკი ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში“ მიიღო

„საქართველოს ბანკმა“  Global Finance-ის ჯილდო   „საუკეთესო ინტერნეტბანკი ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში“ მიიღო
საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის, მიერ საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკი ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დასახელდა.

Global Finance-მა „საქართველოს ბანკს“ ჯილდო მსოფლიო დონის ჟიურის წევრების, Infosys -ის საერთაშორისო ექსპერტების მიერ მიღებული შეფასებების შემდეგ მიანიჭა.

საერთაშორისო გამოცემამ მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების გამარჯვებულები, უკვე მეოცედ, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით გამოავლინა: ციფრული სტრატეგია, ციფრული მომხმარებლების რაოდენობის ზრდა, ოპერაციების მარტივად, სწრაფად და უსაფრთხო შესრულება, ციფრული პროდუქტების მრავალფეროვნება და ინიციატივები. ასევე, გამართული ციფრული ფუნქციონალი და დახვეწილი დიზაინი.

“იყო თანამედროვე, ნიშნავს იყო მუდმივი განვითარების პროცესში, უსმინო მომხმარებლის ხმას და იმუშავო თითოეული დეტალის სრულყოფაზე. საქართველოს ბანკის განახლებული ინტერნეტბანკი ბიზნესისთვის სწორედ თანამედროვე ტრენდების გათვალისწინებით, მომხმარებელთა უშუალო ჩართულობით არის შექმნილი. ის უამრავი პროფესიონალის შრომისა და ფუნქციური სრულყოფილების წარმატებული ნიმუშია. მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდო -საუკეთესო ინტერნეტბანკი ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მოიპოვა. ჩვენი მიზანია, ბიზნესს გავუმარტივოთ ბიზნესპროცესები, საქმის კეთება და ხელი შევუწყოთ მათ სამომავლო განვითარებაში,” – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.

“ციფრული ბანკინგი, ეს არ არის მხოლოდ მომავალი, ის აწმყოა,” - განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა, ჯოზეფ დ. ჯიარაფუტომ.


23.აგვისტო.2019 16:30
86

ლაურა ღაჭავა ნახევარმილიონიანი გირაოს შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასაჩივრებს

ვრცლად
23.აგვისტო.2019 15:55
122

მარნეულის ქარხანამ ტყემალი შემოწმებისთვის გერმანიის ფრეზენიუსის ლაბორატორიაში გააგზავნა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 15:40
196

ზაზა ფაჩულიამ "არქის" 13%–იანი წილი შეიძინა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 15:27
549

ზაზა ფაჩულია "არქის" თანამფლობელი გახდა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 14:45
244

რა მიზნით გადიან საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ – სტატისტიკა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 14:20
73

"2010 წლის შემდეგ საქართველოში ბელარუსი ტურისტების რაოდენობა 15-ჯერ გაიზარდა"

ვრცლად