12.ივნისი.2019 13:08
ეკონომიკა

საქართველოს ბანკის კლიენტებისთვის Adizes-ის ინსტიტუტმა სემინარი გამართა

საქართველოს ბანკის კლიენტებისთვის Adizes-ის ინსტიტუტმა სემინარი გამართა
საქართველოს ბანკის ორგანიზებით საერთაშორისოდ ცნობილმა ადიზესის ინსტიტუტმა ბანკის კორპორატიული, მცირე და საშუალო ბიზნესის კლიენტებისთვის სემინარი გამართა.

სემინარის მთავარი თემა იყო- როგორ შევუწყოთ ხელი ეფექტურ ტრანსფორმაციას მეწარმეობიდან პროფესიულ მენეჯერობამდე. სემინარს, რომელსაც თავად იცხაკ ადიზესი ონლაინ რეჟიმში ერთვებოდა, 50-ზე მეტი ორგანიზაციის უმაღლესი რგოლის მენეჯერი, საქართველოს ბანკის პარტნიორი მსხვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი ესწრებოდა.

იცხაკ ადიზესმა სემინარის მონაწილეებს გაუზიარა საკუთარი 40 წლიანი გამოცდილება იმ მეთოდოლოგიის შესახებ, რომელიც კორპორაციებს აძლევს შესაძლებლობას, დესტრუქციული კონფლიქტების გარეშე, დაჩქარებული ცვლილებებით მიაღწიოს განსაკუთრებულ შედეგებს. მან ყურადღება გაამახვილა იმ კონკრეტულ ინსტრუმენტებსა თუ წესებზე, რომელიც ეხმარება ბიზნესს, სწორად მართოს პროცესები.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია აქტიურად შეუწყოს ხელი ბიზნესის განვითარებას, როგორც დაფინანსების, ასევე ინტელექტუალური მხარდაჭერის კუთხით. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია რომ საერთაშორისოდ აღიარებული საკონსულტაციო კომპანიისა და მისი ხელმძღვანელის მიერ გამართული სემინარი დაეხმარება ჩვენს პარტნიორ ბიზნესებს სამომავლო განვითარებაში, სწორი ბიზნესმოდელის ჩამოყალიბებასა და ეფექტურობის გაზრდაში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

ინფორმაციისთვის, Adizes-ის ინსტიტუტი არის საერთაშორისოდ ცნობილი საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 52 ქვეყნის კერძო და საჯარო კომპანიებს უწევს კონსულტაციას სტრატეგიული მენეჯმენტის, ორგანიზაციების სწორად სტრუქტურირების, სწრაფადმზარდი ორგანიზაციების მართვის მიმართულებით. ინსტიტუტის დამაარსებელი, იცხაკ ადიზესი Leadership Excellence Journal-მა და ჟურნალმა Executive Excellence-მა ამერიკის შეერთებული შტატების 30 საუკეთესო ლიდერად და საუკეთესო კონსულტანტად აღიარა.

22.აგვისტო.2019 11:21
59

პროკურატურამ ხაზარაძე და ჯაფარიძე წარდგენილი ბრალის დაზუსტებისთვის დაიბარა

ვრცლად
22.აგვისტო.2019 11:13
256

პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ბრალი წაუყენა

ვრცლად
22.აგვისტო.2019 11:00
68

„ვერბალური ინტერვენცია, შესაძლოა, არანაკლებ ეფექტური იყოს, ვიდრე - სავალუტო ინტერვენცია“

ვრცლად
22.აგვისტო.2019 10:15
155

როდიდან განახლდება მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის კომპონენტი?

ვრცლად
22.აგვისტო.2019 09:30
167

GuestMe - ტურისტების სახლში გამასპინძლება საქართველოში კომერციულ დანიშნულებას იძენს

ვრცლად
21.აგვისტო.2019 21:20
199

დაბინძურებული ბეშუმი - დამსვენებლები დანაგვიანებულ გარემოზე ჩივიან <ფოტო>

ვრცლად