21.მაისი.2019 14:53
ეკონომიკა, საფინანსო სექტორი

"საქართველოს ბანკის" ფინანსური მხარდაჭერით, ქართველმა მეღვინეებმა ღვინის საერთაშორისო ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა

"საქართველოს ბანკის" ფინანსური მხარდაჭერით, ქართველმა მეღვინეებმა ღვინის საერთაშორისო ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა
„საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას განაგრძობს არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთ - ამის შესახებ bm.ge-ის ბანკიდან აცნობეს.

„საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით, ქართველმა მეღვინეებმა საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის საერთაშორისო ფესტივალში „Vinexpo Bordeaux 2019“-ში მიიღეს მონაწილეობა. ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა ქართული პროდუქტი წარადგინეს და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შეკრებილ სტუმრებს ქართული ღვინო დააგემოვნებინეს.

4-დღიანი შეხვედრების განმავლობაში ქართველ მეღვინეებს ჰქონდათ საქმიანი შეხვედრების, ახალი აღმოჩენებისა და ბიზნესკავშირების დამყარების შესაძლებლობა.

„საქართველოს ბანკის მიზანია, მხარი დაუჭიროს მცირე და საშუალო ბიზნესს შემდგომ განვითარებაში და პროდუქციის საზღვრებს გარეთ, საერთაშორისო არენაზე გატანაში. გვინდა, ხელი შევუწყოთ მათ სექტორის ძირითად მოთამაშეებთან ახალი კავშირების, პოტენციური პარტნიორების მოძიებაში. Vinexpo Bordeaux 2019-ი არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ქართულ ღვინოსთან ერთად საქართველო გავაცნოთ მთელს მსოფლიოს. მოხარული ვართ, რომ ჩვენ ვქმნით ახალ შესაძლებლობებს არამხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ ქვეყნისთვის“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა ზურაბ მასურაშვილმა.

ცნობისთვის: ფესტივალი Vinexpo Bordeaux არის საერთაშორისო არენა, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ მეღვინეებისა და ალკოჰოლური სასმელების სპეციალისტებისთვის. ღონისძიებაზე ოთხი დღის განმავლობაში გაიმართა დეგუსტაციები, ვორქშოპები, კონფერენციები ისეთ თემებზე როგორიცაა: ღვინის სექტორში ინვესტიციების ზრდის პერსპექტივები, ელექტრონული კომერცია ღვინის გაყიდვების გასაზრდელად, კლიმატის ცვლილებების გავლენა ღვინის ინდუსტრიაზე. ღონისძიებას 2000 ბრენდის წარმომადგენელი, 150 ქვეყნის 40 000 მონაწილე, 850 საერთაშორისო ჟურნალისტი ესწრებოდა. კონფერენციის განმავლობაში 45 სამუშაო შეხვედრა და დეგუსტაცია გაიმართა. მათ შორის „ჭოტიაშვილის მარნის“, „ფაფრის ველის“, „ველინოსა“ და „თელავის მარნის“ ღვინოების დეგუსტაცია.



26.ივნისი.2019 11:43
39

"ჩვენს ქვეყანაში, როგორც ყველა ტურისტის, ასევე რუსი ტურისტების უსაფრთხოება იქნება დაცული“

ვრცლად
26.ივნისი.2019 11:05
405

ნათია თურნავა: პირველად ისტორიაში, ფინეთისა და შვედეთის მიმართულებით პირდაპირი ფრენები გვექნება

ვრცლად
26.ივნისი.2019 10:56
151

ნათია თურნავა WizzAir-ის ახალ მიმართულებებზე: ეს არის უნიკალური შესაძლებლობა

ვრცლად
26.ივნისი.2019 10:45
164

ვიზების გაუქმება, სუბსიდირება და სადღეგრძელო საქართველოზე - ტურიზმის ინდუსტრიის გზავნილები

ვრცლად
26.ივნისი.2019 10:15
263

თბილისში მყოფი რუსი ტურისტები "პუტინის ავიასანქციებს" იწუნებენ

ვრცლად
26.ივნისი.2019 10:00
397

Schuchmann Wines-ის გენერალური დირექტორი: „ემბარგო არ არის დასასრული“

ვრცლად