მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ბანკი" ტაქსებში ახალ, საგადამხდელო სისტემას QR - გადახდებს ნერგავს

5d0a5300b1764
თამუნა ქემერტელიძე
19.06.19 14:50
1853
“საქართველოს ბანკი” ტაქსებში ახალ, საგადამხდელო სისტემას QR - გადახდებს ნერგავს.

როგორც bm.ge-ის „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, QR გადახდა, ბანკის მიერ შემუშავებული გადახდის ინოვაციური მეთოდია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, მყისიერი, უნაღდო ანგარიშსწორებით გადაიხადონ ტაქსის მგზავრობისას და აღარ იფიქრონ ნაღდ ანგარიშსწორებასა თუ ხურდის მოძიებაზე.

„QR-ით გადახდა ძალიან მარტივია. ყველა მომხმარებელი, ვინც სარგებლობს „საქართველოს ბანკის“ მობილბანკით და ფლობს „საქართველოს ბანკის“ აქტიურ სადებეტო ან/და საკრედიტო ბარათს (Visa, MasterCard ან American Express), QR-ით გადახდას მარტივად შეძლებს. ამისთვის მომხმარებელი ხსნის მობაილბანკს და QR კოდის წაკითხვით ახდენს გადახდას“, - აცხადებენ "საქართველოში ბანკში".

რაც შეეხება ტაქსის მძღოლებს, როგორც „საქართველოს ბანკში“ განმარტავენ, მოსახერხებელი და თანამედროვე გადახდის მეთოდი მათთვის დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება. ასევე, ისინი შეძლებენ მომხმარებლის ახალი სეგმენტის მოზიდვას, შემოსავლის ჩარიცხვისა და ანგარიშზე თანხის ბრუნვის ჩვენებას.

„ეს მათ მისცემს შესაძლებლობას, დაადასტურონ რომ არიან დასაქმებულები და აქვთ მუდმივი შემოსავლის წყარო. შემოსავლის დადასტურება კი, ტაქსის მძღოლებს საბანკო პროდუქტებზე წვდომას გაუხსნის.

QR-ის, როგორც საგადახდო სისტემის დანერგვით ტაქსებში, მძღოლები ისარგებლებენ საბანკო პროდუქტების შემდეგი უპირატესობებით: საჩუქრად მიიღებენ „საქართველოს ბანკის“ ბარათს და სხვა უამრავ ბენეფიტს. კონკრეტულად კი, პროგრამაში ჩართული მძღოლები შეძლებენ ურთიერთობის პროგრამა PLUS-ის ყველა ბენეფიტით სარგებლობას (მათ შორის სადაზღვევო პროდუქტებით); QR-ით ჩარიცხულ თანხებზე განხორციელდება PLUS ქულების დამატებითი დარიცხვა.

მძღოლები სესხის ასაღებად მანქანის მფლობელობისა და შესაბამისი ფოტოსურათის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან. ექნებათ წვდომა სასესხო პროდუქტებზე (საკრედიტო ბარათებზე, სამომხმარებლო სესხზე, ნებისმიერი მიზნობრიობით). QR-ით გადახდების სისტემა პირველი სამი თვის განმავლობაში განკუთვნილი იქნება მხოლოდ საქართველოს ბანკის მომხმარებლისთვის, თუმცა, ამ პერიოდის შემდეგ, მძღოლების ხელშეწყობის მიზნით, QR-ით კომფორტულ გადახდას სხვა ბანკის მომხმარებლებიც შეძლებენ“, - განმარატავენ „საქართველოს ბანკში“.

იმისთვის, რომ ტაქსის მძღოლი (რომელიც ფლობს თბილისის მერიის მიერ გაცემულ A კატეგორიის ლიცენზიას) ჩაერთოს QR-ით გადახდის ინოვაციურ სისტემაში, საკმარისია, 1 ივლისიდან მიმართოს „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერ ფილიალს, სადაც ის ინდივიდუალურ QR კოდს მიიღებს.