მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ავიაბაზარზე შესაძლოა, ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შემოვიდეს

5cbffdf38fc86
თელარა გელანტია
24.04.19 10:18
543
„ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე მიღებული იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის საქართველოში შემოყვანის თაობაზე", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ყაზახეთის პრემიერ მინისტრის მოადგილე ჟენის კასიმბეკთან შეხვედრის შემდეგ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ყაზახურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „ფლაიასტანა"-ს სურვილი აქვს, შემოვიდეს ქართულ ბაზარზე. მისი თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომლის განხილვაც ყაზახეთის მხარესთან დაიწყო.

ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომლის განხილვაც დავიწყეთ და ალბათ მალე მივალთ პოზიტიურ გადაწყვეტილებამდე, არის ფრენების დივერსიფიკაცია. ჩვენც ასევე დაინტერესებულები ვართ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ასეთი ტიპის ფრენებს ემსახურება, უფრო მეტად დავტვირთოთ. ვფიქრობთ, რომ ძალიან მიღებული იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება ყაზახური ავიაკომპანიის საქართველოში შემოყვანის თაობაზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.