06.იანვარი.2016 14:36
ეკონომიკა

საქართველომ ტურიზმიდან 1,5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო

საქართველომ ტურიზმიდან 1,5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო
ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 2015 წლის განმავლობაში 5,897,685 შეადგინა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან 382,126 მოგზაურით მეტია. (+6.9%).

საერთაშორისო ტურიზმიდან 2015 წლის მესამე კვარტალში შემოსავალმა 742 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2014 წლის მესამე კვარტალში 650 მლნ. აშშ დოლარი იყო. ზრდა წინა წლის მესამე კვარტალთან 14.2%-ს შეადგენს.

სამი კვარტლის ჯამში შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან 1,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. 2014 წელს იგივე მაჩვენებელი 1,4 მილიარდს შეადგენდა. ზრდა წინა წელთან შედარებით 8,1%-ით მეტია.

ტურიზმის წილი სერვისის ექსპორტში შეადგენს 62,2%.

"2015 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა უპრეცედენტოდ რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა, რომელთა რაოდენობამ 5 მილიონ 900 ათასს მიაღწია, რაც 7 პროცენტიან ზრდას გულისხმობს. დაახლოებით 382 ათასი ადამიანით მეტი ტურისტი შემოვიდა საქართველოში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ , რომ 2016 წელსაც ტურისტების რაოდენობა დინამიურად გავზარდოთ, რადგან ეს გულისხმობს მეტ დასაქმებას, მეტ შემოსავალს ქვეყნის ეკონომიკაში. საერთაშორისო მოგზაურთა ზრდა ერთიანი გუნდის მუშაობის შედეგია და ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლებს, ასევე განსაკუთრებული მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს და საქართველოს ეკონომიკის მინისტრს ბატონ დიმიტრი ქუმსიშვილს, ვისი მხარდაჭერისა და დამხარების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ შედეგების მიღწევა", - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

21.აგვისტო.2019 13:56
13

adjarabet.com პროექტ „არიქას“ გამარჯვებულს გამოავლენს, რომელიც იაპონიაში გაემგზავრება

ვრცლად
21.აგვისტო.2019 13:29
31

"ზედაზენი" Check in Georgia-ს ფარგლებში, „ბლექ სი არენაზე” განხორციელებული და დაგეგმილი მნიშვნელოვან ღონისძიებების სპონსორია

ვრცლად
21.აგვისტო.2019 13:21
104

„მე სუფთა ვარ“ - ლაურა ღაჭავა ირწმუნება, რომ ყალბი დღგ-ის სკანდალურ სქემასთან კავშირი არ აქვს

ვრცლად
21.აგვისტო.2019 13:13
34

"ვითიბი ბანკის" და Jeep -ის ერთობლივი შეთავაზება

ვრცლად
21.აგვისტო.2019 13:11
41

„არემჯიში“ წყლის გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა იწყება

ვრცლად
21.აგვისტო.2019 13:02
225

„ლაურა ღაჭავამ დღგ-ის ყალბი აქტივის შექმნის გზით, სახელმწიფოს 2.1 მლნ ლარის ზიანი მიაყენა“

ვრცლად