მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ "გაზპრომისგან" შესაძლოა, რუსეთი-სომხეთის ტრანზიტიდან, გაზის ნაცვლად ფულადი ანაზღაურება მიიღოს

5693a28d7c4ef
BM.GE
11.01.16 16:24
1375
საქართველომ „გაზპრომისგან“ შესაძლოა, რუსეთი-სომხეთის ტრანზიტის საფასურად გაზის ნაცვლად ფულადი ანაზღაურება მიიღოს. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. კახი კალაძის თქმით, შეთანხმება მიღწეული არ არის. ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი მხარის მოთხოვნა იყო ხელშეკრულების შეცვლა. რაც შეეხება კითხვას, რატომ იგებს ქართული მედია "გაზპრომის" წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ინფორმაციას ძირითადად რუსული და აზერბაიჯანული მედიით, კალაძის მტკიცებით, ყველა შეხვედრასთან დაკავშირებით მისმა უწყებამ განცხადება გაავრცელა. ცნობისთვის: დღემდე, სომხეთის მიმართულებით ტრანზიტის საფასურად, საქართველო გაზპრომისგან გატარებული გაზის მოცულობის 10%-ს იღებს.
 
„ეს მოლაპარაკებები არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირველი წელი არ არის, რომ ჩვენ ეს მოლაპარაკებები გვაქვს. ყოველწლიურად ხდება არსებული ხელშეკრულების გადახედვა. ამ შემთხვევაში მოთხოვნაა, რომ შეიცვალოს ხელშეკრულების პირობები. კერძოდ გადავიდეთ ფულად ანაზღაურებაზე. ანუ 10 პროცენტი გატარებული მოცულობისა, რომელიც მოგვქონდა ამის მაგივად ჩვენ გადაგვიხადონ თანხა. ეს მომლაპარაკება დიდი ხანია დაწყებული გვაქვს. შეთანხმება ჯერ მიღებული არ არის. ბოლო ორი დღეა ვისმენთ გაურკვეველ განცხადებებს ე.წ. ექსპერტებისგან. თუ ვინმეს აქვს სურვილი, რომ გაიგოს დეტალები პირადად მე მზად ვარ შევხვდე ამ ადამიანებს და მივაწვდით ყველა ინფორმაციას. ვთხოთ მათ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან შეიკავონ თავი", - განაცხადა კახა კალაძემ.