მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ ექსპორტიდან $1.1 მლრდ მიიღო - TOP-10 საექსპორტო საქონელი

5ce2bb2d6c03d
შოთა ტყეშელაშვილი
20.05.19 19:07
3679
2019 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს ექსპორტმა $1,133,400,000 მილიონი შეადგინა, რაც 2018 წლის მაჩვენებელს 17.9%-ით აღემატება.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, ქართული პროდუქციის უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი დსთ-ს ქვეყნებია, რომლის წილიც ექსპორტში 50.9%-ს შეადგენს, ევროკავშირზე ექსპორტის 24.4% მოდის.

უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ჩამონათვალიდან პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატებია. 

საქართველოს 10 მთავარი საექსპორტო საქონელი:

1) სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $195 მილიონი, ზრდა წინა წელთან 44%;

2) ავტომობილები (რეექსპორტი) - $149 მილიონი, ზრდა წინა წელთან  65%;

3) ფეროშენადნობები - $117 მილიონი, ზრდა წინა წელთან 2.2%;

4) მედიკამენტები - $72 მილიონი, ზრდა წინა წელთან 98%;

5) ღვინოები - $63 მილიონი, ზრდა წინა წელთან 12.4%;

6) აზოტოვანი სასუქები - $43 მილიონი, ზრდა წინა წელთან 26.3%;

7) მინერალური წყლები - $41 მილიონი, ზრდა წინა წელთან 22.7%;

8) სპირტიანი სასმელები - $32 მილიონი, კლება წინა წელთან 14.8%;

9) თამბაქოს ნაწარმი - $25 მილიონი, კლება წინა წელთან 15.6%;

10) ოქრო - $21 მილიონი, კლება წინა წელთან 20.3%.



რაც შეეხება იმპორტს, ის $2.7 მილიარდს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 3%-ით ნაკლებია. 

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა თუქრეთია. იანვარ-აპრილში საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ თურქეთთან $525 მილიონი შეადგინა, აქედან $78 მილიონი - ექსპორტი, $446 მილიონი კი, იმპორტი იყო. მეორე ადგილზე რუსეთია, რომელთანაც ბრუნვამ $446 მილიონი შეადგინა.