მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან-ჯორჯიის შტატამდე - აშშ-ში ექსპორტზე 50 ტონა ორგანული წვენი "ნადი" გავა

5ce13118b9ade
ლიკა გურაბანიძე
19.05.19 15:10
3733
კომპანია BPC-იმ ამერიკის ბაზარზე ახალი ბრენდის, ორგანული წვენის - „ნადი“, ექსპორტი დაიწყო.

როგორც BM.GE-ის „ნადის“ მმართველმა დირექტორმა გაგა აბაშიძემ განუცხადა, ბიზნესი ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.

ამერიკაში „ნადის“ გასაყიდი ფასი 2.20-დან 2.50 დოლარამდე მერყეობს.

კომპანიას აშშ-ის ბაზარზე ექსპორტზე გააქვს ასკილის წვენი, ასევე ასკილის წვენის მიქსი ყურძენთან და ასკილის წვენის მიქსი ბროწეულთან; ბოთლის ზომა 300 მლ ლიტრიანი და 1 ლიტრიანია.

„წლის ბოლომდე ამერიკაში დამატებით ორ კონტეინერს გავგზავნით. ეს წელიწადში სამი 40-ფუტიანი კონტეინერია, რაც მოცულობით დაახლოებით, 50 ტონა წვენი იქნება. მომავალ წელს ამ რიცხვის გაორმაგებას ვფიქრობთ. „ნადი“ ამერიკელმა მომხმარებელმა კარგად მიიღო და მასზე, როგორც ჯანსაღ პროდუქციაზე, მოთხოვნა დროთა განმავლობაში იზრდება. მომავალი წლიდან მეტ წარმატებას ველოდებით“, - განაცხადა გაგა აბაშიძემ.

„ნადი“ ამჟამად - ნიუ-იორკში, ჯორჯიის შტატსა და ბოსტონში გადის.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, აბაშიძე განმარტავს, რომ კომპანია უახლოეს მომავალში ნატურალური წვენების წარმოებას პლასტმასის ბოთლებში დაიწყებს.

ცნობისთვის: BPC – BIO 2010 წელს დაფუძნდა და სერტიფიცირებულ ასკილის წვენს აწარმოებს. ალუბლის წვენის წარმოება კომპანიამ 2017 წელს დაიწყო. BPC-ის წვენები ლიტრიან და 300 გრამიან მინის ბოთლებში იყიდება. წვენის ფასები 2-დან 5-ლარამდე მერყეობს. კომპანიას პროდუქტი პერიოდულად სხვადასხვა საექსპორტო ბაზრებზე გააქვს.

ამ ეტაპზე, BPC-ის ბიო წვენები  მსხვილ სავაჭრო ქსელებში - „კარფურში“, „გუდვილში“, „ნიკორასა“ და „აგროჰაბშია“ წარმოდგენილი.