მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PMCG: 9 თვეში საქართველოში 58.6 ათასი რუსეთის მოქალაქე დარჩა

BM.GE
17.10.22 09:18
207
2022 წლის იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების შემოსვლებსა და გასვლებს შორის სხვაობამ 58.6 ათასს უნიკალურ პირს მიაღწია -ამის შესახებ კვლევითი ორგანიზაცია PMCG-ის ანგარიშშია ნათქვამი, რომლის თანახმადაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 2022 წლის სექტემბერში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 157.5%-ით გაიზარდა და 30.6%-ით შემცირდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 

კვლევის მიხედვით გასულ თვეში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობით გამოირჩეოდნენ რუსეთი (163 192 ვიზიტით), სომხეთი (83 603 ვიზიტით) და თურქეთი (81 790 ვიზიტით). რაც შეეხება წლის 6 თვეს, ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელდა: კერძოდ, თურქეთიდან რაც მთლიანი ვიზიტების 18%-ია, რუსეთიდან 17% და სომხეთიდან 14%.