16.თებერვალი .2016 11:02

საქართველო სამ ირანულ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

views 1027
უკან

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია, "ტავ ჯორჯია", აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს სამ უმსხვილეს ირანულ ავიაკომპანიასთან -"Mahan Air", "ATA Airlines" და "Qeshm Airlines"-თან. ავიაკომპანია "ATA Airlines" ქართულ ავიაბაზარზე დაბრუნებას თებერვლის ბოლოდან გეგმავს, ხოლო "Mahan Air" და "Qeshm Airlines" თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თეირანის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს სავარაუდოდ მარტის თვიდან შეასრულებენ.