15.ივნისი.2019 20:00
ეკონომიკა

საქართველო KFW-სგან 100 მლნ ევროს მიიღებს - რას მოხმარდება თანხა

საქართველო KFW-სგან 100 მლნ ევროს მიიღებს  - რას მოხმარდება თანხა
დღეს, საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) თბილისის ოფისის დირექტორმა კლაუს ფაიგელმა ხელი მოაწერეს ფინანსურ ხელშეკრულებებს.

როგორც bm.ge-ის ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, გერმანიის მთავრობის მიერ „ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამის" ფარგლებში გამოყოფილი 100 მილიონი ევროს (ნაწილი - გრანტი, ნაწილი - კრედიტი) ოდენობის ფინანსური რესურსი, მიიმართება ქვეყნისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულების - ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოებასა და ენერგეტიკული სისტემის გაძლიერებისკენ.

5,7 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი მოხმარდება ბათუმში 25 საბავშვო ბაღის ენერგოეფექტურობის სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტაციას, რაც ასევე, უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და უზრუნველყოფს სასწავლო გარემოს გაუმჯობესებასა და ენერგოუსაფრთხოების გაზრდას.

20 მილიონი ევრო „პროფესიული განათლების პროგრამა - I" პროექტის ფარგლებში, მოხმარდება პროფესიული კოლეჯის (Centre of Excellence) მშენებლობას, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზაციასა და ამ მიმართულებით გერმანული გამოცდილების გაზიარებას.

დღეის მდგომარეობით, გერმანიის მიერ ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, ახალი ფინანსური მხარდაჭერის გათვალისწინებით, საქართველოსთვის საჯარო სექტორში გამოყოფილია, დაახლოებით, 1 მილიარდ ევროზე მეტი გრანტის, ტექნიკური დახმარებისა და შეღავათიანი სესხის სახით. ამჟამად მიმდინარე საინვესტიციო პროექტების მოცულობა კი შეადგენს, დაახლოებით, 345 მილიონ ევროს.

"გერმანია საქართველოსთვის წამყვანი განვითარების პარტნიორია, რომელიც გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და სხვა გერმანული ინსტიტუტების დახმარებით, ქვეყნას მხარდაჭერას უწევს ისეთი მნიშვნელოვანი სექტორების დაფინანსების მიმართულებით როგორიცაა: გარემო და ენერგეტიკა, მათ შორის, ენერგოეფექტურობის მიმართულება, ურბანული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, პროფესიული განათლების ინფრასტრუქტურის ხელშეწყობა, დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და სხვ.

ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები, რომელიც საქართველოსა და გერმანიის მთავრობების ორგანიზებით, 15-16 ივნისს, თბილისში იმართება. პროფესიული განათლების ამ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაში ქართველ კოლეგებთან და სტუმრებთან ერთად, პროფესიული განათლების 20-ზე მეტი გერმანელი ექსპერტი მონაწილეობს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: თელარა გელანტია

17.ივლისი.2019 23:00
72

„ქართული ზეთისხილი“ და KTW ჯგუფი ერთობლივ კომპანიას აფუძნებენ

ვრცლად
17.ივლისი.2019 22:00
290

რა ღირს აგარაკის დაქირავება თბილისის შემოგარენში?

ვრცლად
17.ივლისი.2019 21:00
162

ბიზნესომბუდსმენი საბანკო რეგულაციების შერბილებაზე - "უფრო მეტია საჭირო"

ვრცლად
17.ივლისი.2019 20:30
80

ნათია თურნავა - მცირე გრანტების დაგეგმილ კონკურსში მცირე და საოჯახო სასტუმროები ცალსახა პრიორიტეტი იქნება

ვრცლად
17.ივლისი.2019 20:30
111

ნათია თურნავა ქართველ მეცნიერ-ეკონომისტებს შეხვდა

ვრცლად
17.ივლისი.2019 20:00
141

"ტრანსპორტში გადახდის ერთიან სისტემაზე მუშაობა ახლა მიმდინარეობს"

ვრცლად