02.მაისი .2016 14:55

საქართველო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამა Horizon 2020-ის სრულფასოვანი წევრი გახდა

views 1544
უკან

ბრიუსელში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და კვლევისა და ინოვაციის საკითხებში ევროკომისარმა კარლოს მოედაშმა ხელი მოაწერეს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამაში "ჰორიზონტი 2020" საქართველოს ასოცირების შეთანხმებას.
 
შეთანხმების გაფორმებით, ქართველი მკვლევარები და ინოვატორები პროგრამაში მონაწილეობას ისეთივე პირობებით შეძლებენ, როგორითაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები. შედეგად, როგორც ინდივიდუალურ, ასევე საუნივერსიტეტო მკვლევარებს ყველა იმ შესაძლებლობის გამოყენების საშუალება ეძლევათ, რასაც Horizon 2020 იძლევა.

Horizon 2020 აფინანსებს სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებებს. პროექტის ბიუჯეტი 2014-2020 წლებისთვის 77 მილიარდი ევროა.

მასში საქართველო აქამდე მონაწილეობდა როგორც მესამე ქვეყანა.