15.ივნისი .2019 16:45

საქართველო CNN-ზე - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მასშტაბურ კამპანიას იწყებს

views 14855
უკან

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ტელეარხზე CNN სარეკლამო კამპანია დაიწყო, რომელიც წლის ბოლომდე გაგრძელდება.

როგორც bm.ge-ის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, საქართველოს შესახებ კამპანია მოიცავს ზაფხულს, შემოდგომა-რთველის სეზონს და ზამთარს.
საიმიჯო კამპანია CNN-ზე ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის აუდიტორიაზეა გათვლილი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და CNN-ის თანამშრომლობით, საქართველოს არხის გადამღები ჯგუფი ეწვევა და 5 საიმიჯო რეპორტაჟი მომზადდება.

საქარველოს ტურისტულ პოტენციალს CNN თემატურ კვირეულს მიუძღვნის.

CNN-ის მომზადებული რეპორტაჟები გაერთიანდება და 23 წუთიანი გადაცემა მომზადდება, სადაც CNN-ის წამყვანები საქართველოს როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის შესახებ ათობით მილიონიან აუდიტორიას გააცნობენ.

საქართველოს რეკლამა CNN-ის ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელებში გავრცელდება.

კამპანიის ფარგლებში საქართველოს შესახებ CNN Travel-ზე თემატური გვერდი მომზადდება.

ვებ-გვერდებზე: CNN.com, CNNInternational.com, CNNBusiness.com, Great Big Story განთავსდება საქართველოს შესახებ სარეკლამო ბანერები, ხოლო CNN-ის სოციალურ მედია პლათფორმაზე Great Big Story განთავსდება საქართველოს შესახებ მომზადებული 2 რეპორტაჟი სათაურით - Take Me There.

“ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მასშტაბური მარკეტინგული კამპანია დაიწყო მსოფლიოში ერთერთ ყველაზე გავლენიან მედიასაშულებაში CNN. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ წლის ბოლომდე გაგრძელდება კამპანია, რომელიც საქართველოს ცნობადობას გაზრდის. ჩვენ ჩამოვიყვანთ CNN-ის გადამღებ ჯგუფს, რომელიც მოამზადებს 5 რეპორტაჟს საქართველოს შესახებ. ზოგადად ეს კამპანია მოიცავს როგორც ტელევიზიას, ასევე სოციალურ ქსელებს“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა