06.დეკემბერი .2018 10:43

საქართველო 74.4 მლნ ლარის გრანტს ვერ მიიღებს - ფინანსთა სამინისტროს განმარტება

views 666
უკან

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, გრანტების სახით დაგეგმილი მაჩვენებლები 74.3 მლნ ლარით მცირდება.

ამის შესახებ ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების განმარტებით ბარათაშია ნათქვამი.

ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების პაკეტის მიხედვით, საბიუჯეტო დახმარებების სახით მისაღები გრანტები მცირდება 50,0 მლნ ლარით, ვინაიდან შესაძლებელია, ევროკავშირიდან მისაღები გრანტები მიღება ნაცვლად 2018 წლის დეკემბრისა ჩამოირიცხოს 2019 წლის იანვარში.

რაც შეეხება საინვესტიციო პროექტებზე გამოყოფილ გრანტებს, მისი მოცულობა მცირდება 24,3 მლნ ლარის ოდენობით.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა