მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სქემა ძირითადად საჯარო სამსახურში დასაქმებულებმა დატოვეს

5cbed1a3ae08f
სალომე მეცხვარიშვილი
23.04.19 12:44
1717
საპენსიო სისტემა უფრო მეტმა საჯარო სამსახურის წარმომადგენელმა დატოვა, ვიდრე კერძო სექტორში დასაქმებულმა. როგორც საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ პარლამენტში საქმიანობის 100 დღის შეჯამებისას განაცხადა, საპენსიო სისტემა უკვე დატოვა 2915 ადამიანმა, რომელიც 40 წელს არის გადაცილებული და რომელსაც აქვს არჩევანის უფლება - დარჩეს ან გავიდეს დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან.

მისი ინფორმაციით, საპენსიო სქემა დატოვა კერძო სექტორიდან 433-მა პირმა, საჯარო სექტორიდან 2712-მა პირმა, ხოლო იმ ადამიანების რიცხვი, რომლებმაც სქემა დატოვეს და ორივე- საჯარო და კერძო სექტორში საქმიანობენ - 230-ია.

ლევან სურგულაძის ინფორმაციით, სულ სქემაში ჩართულია 747 774 ადამიანი, აქედან საჯარო სექტორში დასაქმებული - 187 472-ია, კერძო სექტორში კი- 581 439 ადამიანი, ორივე სექტორში მომუშავეთა რიცხვი 21 137 ადამიანია.

ლევან სურგულაძის ინფორმაციით, სქემიდან გასვლის უფლების მქონე 294 852 მონაწილე ფიქსირდება, აქედან კერძო სექტორში დასაქმებული 228 006-ია, საჯარო სექტორიდან 78 047, ხოლო საჯარო და კერძო სისტემიდან - 11 201 დასაქმებული.

შეგახსენებთ, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემა მიმდინარე წლის იანვრიდან ამოქმედდა. შედეგად 40-წლამდე პირებისთვის სისტემაშ ჩართვავ სავალდებულოა, 40 წელს ზემოთ პირებისთვის კი ნებაყოფლობითი. თუმცა, მათ საპენსიო სისტემიდან გამოსასვლელად შესაბამისი განაცხადი უნდა დაწერონ.