12.ივნისი.2019 19:33
ეკონომიკა

საპენსიო სააგენტომ მთავარი რისკის ოფიცერსა და უფროსი საინვესტიციო ოფიცრის თანამდებობეზე ვაკანსიები გამოაცხადა

საპენსიო სააგენტომ მთავარი რისკის ოფიცერსა და უფროსი საინვესტიციო ოფიცრის თანამდებობეზე ვაკანსიები გამოაცხადა
საპენსიო სააგენტომ მთავარი რისკის ოფიცრისა და უფროსი საინვესტიციო ოფიცრის თანამდებობებზე ვაკანსიები გამოაცხადა.

ლევან სურგულაძე აღნიშნავს, რომ საინვესტიციო პროცესის დაწყებამდე ამ ორ პოზიციაზე მაღალ კვალიფიციურ კადრებს შეარჩევენ.

ამ დროისათვის, ვაკანსიები მხოლოდ საქართველოშია გამოცხადებული, თუმცა იგეგმება მათი უცხოურ გამოცემებში გამოქვეყნება.

„იმისთვის, რომ დაიწყოს საინვესტიციო პროცესი მარტო საბჭო არ კმარა. არც საინვესტიციო საბჭოს პოლიტიკის დოკუმენტი იქნება საკმარისი, დიახ, დოკუმენტში იქნება გაწერილი როგორ უნდა მოხდეს ინვესტირება მაგრამ ეს ვიღაცამ უნდა გააკეთოს - ეს კი იქნება უფროსი საინვესტიციო ოფიცერი, რომელსაც ახლა ვეძებთ. ასევე უკიდურესად მნიშვნელოვანია რისკის კონტროლის სტრუქტურის არსებობა“, - განაცხადა სურგლაძემ.

პარლამენტმა უკვე დაამტკიცა საინვესტიციო საბჭოს 5 წევრი. უცხოელებისა და ერთი ქართველისგან დაკომპლექტებული საბჭო უახლოეს მომავალში შეიკრიბება და საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარეს აირჩევს. საპენსიო სააგენტოს დირექტორის განცხადებით, საბჭო საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს შეიმუშავებს, სადაც გაწერილი იქნება როგორ უნდა მოხდეს კანონის შესაბამისად, ინვესტიციების განხორციელება.

19.ივნისი.2019 18:17
62

მინისტრი: პროექტების შესრულების დინამიკა გაუმჯობესებულია... დაახლოებით, 0.5 მლრდ ათვისებულია

ვრცლად
19.ივნისი.2019 17:49
1249

ათეულობით მლნ ლარის ზიანი სახელმწიფოს - პასუხისგებაშია 23 მეწარმე, მათგან 17 პირი პატიმრობაშია

ვრცლად
19.ივნისი.2019 17:36
152

1 დოლარი 2.78 ლარი გახდა

ვრცლად
19.ივნისი.2019 17:22
78

PSP-ს პარტნიორი ევროპის ნომერი პირველი კოსმეტიკის ბრენდი Essence გახდა

ვრცლად
19.ივნისი.2019 17:10
225

აზერბაიჯანის ბაზრისთვის Coca-Cola Energy-ის „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ გამოუშვებს

ვრცლად
19.ივნისი.2019 16:56
106

„ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“: ტექინსპექტირების ერთ-ერთი ცენტრის სარეკლამო შეტყობინებებს მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს

ვრცლად