მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტომ FT-ს ვაკანსიის განთავსებაში £800 გადაუხადა, Economist-ს კი - €750

5ce80c0e1fa29
თელარა გელანტია
24.05.19 19:28
952
საპენსიო სააგენტომ The Financial Times-ს ვაკანსიის განთავსებაში - £800 გადაუხადა , ხოლო The Economist-ს - €750.

აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ სააგენტოდან გამოითხოვა, სადაც განმარტეს, რომ ორ საერთაშორისო გამოცემაში საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო საბჭოს წევრების შესარჩევი ვაკანსია გამოაქვეყნა.

"საპენსიო სააგენტო მუშაობს საერთაშორისო სტანდარტით. საინვესტიციო საქმიანობის დასაწყებად სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება ესაჭიროება.

ამისათვის, როგორც დაანონსებული იყო, ყველა მედიასაშუალებით, გვქონდა ვალდებულება 2 საერთაშორისო გამოცემაში გამოგვექვეყნებინა ვაკანსიები.

დათქმულ ვადებში, კანონმდებლობის თანახმად, The Financial Times - ში (800 ფუნტად) და The Economist-ში (750 ევროდ) გამოქვეყნდა ვაკანსიები ერთი თვის განმავლობაში და ინფორმაცია აიტვრითა შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ მოდულში.

მოცემული გამოცემები შეირჩა რეიტინგის, სფეროს და მედია დაფარვის გათვალისწინებით', - განმარტეს საპენსიო სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, განცხადებებს მოჰყვა დიდი გამოხმაურება და 150-მდე პირის დოკუმენტაცია მიიღეს.

“ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კანდიდატების შერჩევა და შემდგომ დასამტკიცებლად წარვუდგენთ პარლამენტს. საინვესტიციო საბჭო შექმნის საინვესტიციო დოკუმენტს და განსაზღვრავს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკას", - აღნიშნეს ლევან სურგულაძის უწყებაში.

ცნობისთვის: ამ დროისთვის, საპენსიო სქემაში უკვე ჩაერთო 800 ათასამდე ადამიანი და აკუმულირდა 225 მილიონი ლარი.

სქემიდან გავიდა მოქალაქეთა დაახლოებით, 6% და დაბრუნდა 1%-მდე.

'შეგროვებული თანხა კერძო ბანკების და ეროვნული ბანკის ანგარიშებზეა განთავსებული, რომელსაც უკვე დაერიცხა დაახლოებით, მილიონ ნახევარი ლარის სარგებელი' - აცხადებენ სააგენტოში და იმედი აქვთ, რომ ინფორმაციის მიღების კვალდაკვალ მოქალაქეთა უმრავლესობა გამოიყენებს კანონით მინიჭებულ უფლებას და დაგროვებით საპენსიო სქემას დაუბრუნდება.