მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტო ფრანგი ექსპერტის კონსულტაციებს იღებს

5d638bce68d8f
BM.GE
26.08.19 12:05
704
საფრანგეთის განვითარების სააგენტო საპენსიო სააგენტოს მხარდაჭერას განაგრძობს. თბილისში ერთ კვირიანი ვიზიტით საფრანგეთიდან ექსპერტი ანი ბურდილი ჩამოვიდა, რომელიც საპენსიო სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის შემუშავებაში ეხმარება.

როგორც BM.GE–ს სააგენტოდან აცნობეს, ანი ბურდილი საპენსიო სააგენტოს თანამშრომლებს 5 დღის განმავლობაში საინფორმაციო შეხვედრებს ჩაუტარებს.

ფრანგ ექსპერტს ადამიანური რესურსებისა და მენეჯმენტის მიმართულებით, საფრანგეთის კერძო და საჯარო სექტორში მაღალ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

"ნებისმიერ სტრუქტურაში არსებითად მნიშვნელოვანია გუნდის არსებობა. ამ გუნდს კი შეფასებისა და განვითარების გეგმები სჭირდება. საპენსიო სააგენტოში ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია. მე შევეცდები თითოეულ თანამშრომელს ჩემი გამოცდილება გავუზიარო, მენეჯერებს კი დავეხმარო შეფასების გეგმებისა და კრიტერიუმების ჩამოყალიბებაში, რათა გაუმჯობესდეს საპენსიო სააგენტოს მომსახურება და სერვისი, რაც თითოეულ ბენეფიციარზე აისახება", - აცხადებს ანი ბურდილი.

ფრანგი ექსპერტი მონიტორინგს გაუწევს სააგენტოში მიმდინარე პროცესებს და სამუშაო ვიზიტით თბილისში უახლოეს მომავალში დაბრუნდება.