მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საპენსიო რეფორმაზე საზოგადოების ინფორმირებულობის პრობლემა დღესაც დგას"

5c9a3b04ce011
ლიკა გურაბანიძე
26.03.19 19:25
579
საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან სურგულის განცხადებით, საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებულობის პრობლემა დღესაც არსებობს.
ამის შესახებ მან „საქმიან დილაში“ განაცხადა.

„პრობლემა დგას, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ინფორმირებული იმ სიკეთეების შესახებ მაინც არ არის, რასაც მათ საპენსიო რეფორმა და მასში მონაწილეობა მოუტანს,“ - განაცხადა ლევან სურგულაძემ.

მისივე თქმით, სააგენტო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის დაგროვებით საპენსიო სქემაში 654 000-ზე მეტი ადამიანია ჩართული. საპენსიო ფონდში უკვე 115 მილიონი ლარია მობილიზებული, რომელიც საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტებამდე ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებშია განთავსებული. სააგენტოში 653 ათასი ინდივიდუალური ანგარიშია გახსნილი და 47 ათას კომპანიას მოიცავს.