მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საპენსიო დანაზოგებს დღეს 7% ერიცხება, რაც არაა ცუდი - მომავალში გაცილებით მეტი დაერიცხება"

5d5beb6654960
ლიკა გურაბანიძე
21.08.19 21:00
1264
„ვფიქრობთ, რომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი მზად სექტემბერში უნდა იყოს და პრაქტიკულად, საინვესტიციო პროცესი სექტემბრის ბოლოდან უნდა დავიწყოთ, ხოლო იქამდე თანხები საბანკო ანგარიშებზეა განთავსებული,“ - ამის შესახებ საპენსიო სააგეტოს ხელმძრანელმა ლევან სურგულაძემ BMG-ისთან განაცხადა.


„ჩვენ უფლება არ გვქონდა, რომ სანამ საინვესტიციო საბჭო არ შეიქმნებოდა, ეს თანხები იმის მიხედვით გვემოძრავებინა, თუ სად მეტი სარგებელია, თუმცა დღეს მას ერიცხება სარგებელი 7%, რაც არ არის ცუდი, თუმცა მომავალში გაცილებით მეტი დაერიცხება, მაშინ როდესაც საინვესტიციო პროცესს დავიწყებთ. ეს პროცესი რამდენიმე თვეში იქნება და არაფერი დაგვიანებული არ არის. ეს არის გრძელვადიანი რეფორმა და იქ 2-3 თვეს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს,“ - განაცხადა სურგულაძემ.


როგორც სურგულაძე აღნიშნავს, პროცესი წარიმართება ისე, როგორც ეს კანონის მიხედვით არის განსაზღვრული.

„ყველაფერი მოხდება გეგმის მიხედვით, ყველაფერი მოხდება ისე როგორც კანონშია გაწერილი. კანონში იმის შესახებ თუ როდის უნდა დაიწყოს საინვესტიციო საქმიანობა, არანაირი ვადები გაწერილი არ არის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საინვესტიციო პროცესის დასაწყებად ჯეროვნად მოვემზადოთ და ჯეროვანი მომზადება ზუსტად იმას ნიშნავს, რომ უნდა შეიქმნას ის სტრუქტურები და სააგენტო დაკომპლექტდეს იმ სტრუქტურებით, რომელიც საინვესტიციო პროცესის დასაწყებად წინაპირობაა და ეს არის მათ შორის რისკის კონტროლის სტრუქტურა.

დაგვიანებული არ არის, პირიქით, ჩვენ ზუსტად ვაკეთებთ ყველაფერს თავის დროზე. არ იყო აუცილებელი დეკემბერში, იანვარში და თებერვალში გვყოლოდა საინვესტიციო საბჭო ან რისკის ოფიცერი, რატომ? იმიტომ, რომ ეს არის საკმაოდ ძვირადღირებული აუცილებლობაა და შესაბამისად, ჩვენ ეს დაგეგმილად გავაკეთეთ. იმიტომ, რომ მცირე თანხებით თქვენ საკმაოდ დივერსიფიცირებულ საინვესტიციო პორტფელს ვერ შექმნით. თანხა ისეთი კრიტიკული მასა უნდა შეგროვდეს, რომელიც საშუალებას მოგვცემს ეს გავაკეთოთ. ზუსტად იმ დროს, როდესაც საინვესტიციო პროცესის დასაწყებად მზად ვიქნებით ეს თანხა გვექნება", - განაცხადა სურგულაძემ.

ცნობისთვის: საპენსიო სააგენტოს მთავარი რისკის ოფიცრის თანამდებობაზე ბაქარ მარუაშვილი დაინიშნა.