მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპატრიარქო მრევლს მიმართავს: წელს დასვენება საქართველოში ამჯობინეთ

5d12165df137d
თელარა გელანტია
25.06.19 16:34
1353
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

“ა.წ. 19 ივნისიდან განვითარებულმა მოვლენებმა, შეიძლება ტურისტული მომსახურების სფეროში ჩართული არაერთი ჩვენი მოქალაქე სერიოზულად დააზარალოს, რადგან ბევრ მათგანს აღებული აქვს საბანკო კრედიტი და პრობლემები შეექმნება მის დაფარვაში.

ამიტომაც ვთხოვთ ხელისუფლებას და ბანკების ხელმძღვანელებს, ვიდრე ვითარება შეიცვლება, მაქსიმალურად გაუწიონ შეღავათი ტურისტულ სექტორში დასაქმებულ კრედიტორებს.

ამასთან, ვთხოვთ ჩვენს მრევლს – შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, წელს ამჯობინეთ დასვენება საქართველოში“, - ნათქვამია განცხადებაში.