14.იანვარი.2016 12:43
ბიზნესი

საპარტნიორო ფონდში იტონგის (Ytong) ენერგოეფექტური ბლოკის ქარხნის პროექტი განიხილება

საპარტნიორო ფონდში იტონგის (Ytong) ენერგოეფექტური ბლოკის ქარხნის პროექტი განიხილება
საპარტნიორო ფონდში იტონგის (Ytong) ენერგოეფექტური ბლოკის ქარხნის პროექტი განიხილება. პროექტზე ფონდი ქართული კომპანია „Ytong Caucasus“-სა და გერმანულ კომპანია „Xella“-თან ერთად მუშაობს. ქარხნის მშენებლობა თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება. პროექტის თანახმად, ქარხნის მშენებლობა 2016 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, ხოლო პირველი სერტიფიცირებული პროდუქციის გამოშვება 2017 წლის დასაწყისში იგეგმება. Ytong-ის ენერგოეფექტური აირბლოკი სამშენებლო დანიშნულებისაა. „ის არის მაღალტექნოლოგიური ინოვაციური პროდუქტი, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ სამშენებლო სტანდარტებს და არის აბსოლუტურად ეკოლოგიურად სუფთა, რაც დასტურდება ევროპული ინსტიტუტების მიერ გაცემული სერთიფიკატებით.
 
მიღებული ექსკლუზიური ლიცენზიის თანახმად, პროდუქციის ნაწილი საქართველოში გაიყიდება, ხოლო დარჩენილი ნაწილი ექსპორტზე გავა აზერბაიჯანში, სომხეთსა და რუსეთის სამხრეთ ნაწილში“, - განმარტავენ საპარტნიორო ფონდში.

როგორც საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსი საინვესტიციო ოფიცერი ნინო ჩოლოყაშვილი აცხადებს, Ytong-ის ენერგოეფექტურ ბლოკს სხვა სამშენებლო მასალებთან შედარებით რიგი უპირატესობები გააჩნია, მისი თბოგამტარობა 5 ჯერ უფრო უკეთესია ბეტონის ბლოკის ანალოგიურ მაჩვენებელთან. ასევე იგი არის ბევრად უფრო მსუბუქი რაც საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად შემცირდეს შენობა-ნაგებობების მშენებლობაში გამოსაყენებელი არმატურის რაოდენობა და საგრძნობლად დაჩქარდეს სამშნებლო პროცესი.

”გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ ბლოკის წარმოებისთვის საჭირო ნედლეული საქართველოში მოიპოვება, პროექტის განხორციელება იმ კუთხითაც არის მიმზიდველი რომ Ytong-ის აირიბლოკით აშენებული შენობების მაღალი თბოიზოლაციური მაჩვენებლიდან გამომდინარე, შესაძლებელია შენობის გათბობა-გაგრილებაზე გაწეული კომუნალური ხარჯების საგრძნობლად შემცირება“, აცხადებს ნინო ჩოლოყაშვილი.

პროექტის საინვესტიციო მოცულობა 13,5 მლნ აშშ დოლარია. პროექტი განხილვის პროცესშია და ამჟამად პარტნიორებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

15.ივნისი.2019 11:20
3099

MADE IN GEORGIA-ს იარლიყით H&M-ის ბრენდის სამოსი 64 ქვეყანაში იყიდება

ვრცლად
05.ივნისი.2019 13:54
1055

BMG-ის პასუხი ავსტრიის საელჩოს - არად ბენკოსთან ინტერვიუს სრული ვერსია ინგლისურ ენაზე

ვრცლად
25.აპრილი.2019 10:58
319

აღსრულების ეროვნული ბიურო: გამარტივებულ საქმისწარმოებაზე მოთხოვნა იზრდება

ვრცლად
19.აპრილი.2019 20:00
453

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად
12.აპრილი.2019 19:45
573

პოლიეთილენის მწარმოებელი დანადგარისთვის აღებული სესხი – პარკი აიკრძალა, სესხი დარჩა

ვრცლად
03.აპრილი.2019 09:00
1191

"კუმისის" დამფუძნებელმა მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა

ვრცლად