15.მაისი.2019 13:52
ეკონომიკა

"საპარტნიორო ფონდის შედეგიანობა საკმაოდ დაბალია"

"საპარტნიორო ფონდის  შედეგიანობა საკმაოდ დაბალია"
ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ პარლამენტში საკუთარი ეკონომიკური ხედვების წარდგენისას ის სამი ძირითადი მიმართულება დაასახელა, რაზეც მთავრობამ უნდა გააკეთოს აქცენტი.

ქობულიამ  სახელმწიფო სტრუქტურების არაეფექტიან მუშაობაზე, ინვესტორების მოსაზიდად სტრატეგიული ხედვის მნიშვნელობაზე და ბიუროკრატიის პრობლემაზე ისაუბრა.

„ჩვენ გვიჭირს სამი მიმართულება. პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანია სახელმწიფო სტრუქტურებში გადაწყვეტილებების დაბალი ხარისხი და დაუკმაყოფილებელი სისწრაფე. როგორც ცენტრალურ, ისე თვითმმართველობებში ძალიან სუსტია ანალიტიკური შესაძლებლობები. უმეტესი გადაწყვეტილებები მოკლებულია ანალიტიკურ საფუძველს და მიიღება ემოციურ და გაუაზრებელ საფუძველზე.

შემდეგი არის ცენტრალურ და განსაკუთრებით რეგიონულ მთავრობებში გადაწყვეტილებების გაუთავებელი გაჭიანურება და დაბლოკვა. ეს ეხება როგორც მიწების გადაცემას, ისე ნებართვების გადაცემას, რომელიც წლების მანძილზე იჭედება.

მესამე არის ინვესტორების მოზიდვის და მხარდაჭერის ერთინი მექანიზმის პრაქტიკულად არარსებობა. ინვესტიციების მოზიდვის და სტიმულირების პროგრამები არაეფექტურია და ფრაგმენტირებულია ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის სამინისტროებში და საპარტნიორო ფონდში.

საპარტნიორო ფონდის სტრატეგია და მუშაობის პრონციპები არ არის ჩამოყალიბებული და შედეგიანობა საკმაოდ დაბალია.

ბოლოს, ძლიერი საერთაშორისო ინვესტორების შემოყვანაზე სტრატეგიული ხედვის და მიზანმიმართული ქმედებების არარსებობა.

ეკონომიკის ის სექტორები, სადაც ჩვენ გვაქვს საერთაშორისო საინვესტიციო მიმზიდველობა და ბერკეტები უნდა გამოვიყენოთ, რომ შემოვყვანოთ საერთაშორისო უცხოური კომპანიები. ეს კომპანიები მოგვცემს საშუალებას საქართველოს იმიჯი და რეპუტაცია ავამაღლოთ საერთაშორისო დონეზე. დღეს საქართველოს სამწუხაროდ, არ იცნობენ საერთაშორისო არენაზე ინვესტორები“-განაცხადა გიორგი ქობულიამ.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი

18.აგვისტო.2019 20:05
139

Bitfury-მ ხელოვნური ინტელექტის განყოფილება წარადგინა

ვრცლად
18.აგვისტო.2019 19:00
160

BDO კიბერუსაფრთხოების შესახებ რეკომენდაციებს აქვეყნებს

ვრცლად
18.აგვისტო.2019 18:00
226

"ანაკლიაში ტურისტების უმეტესობა რუსეთიდან და სომხეთიდანაა"

ვრცლად
18.აგვისტო.2019 17:10
178

3 ფაქტორი, რამაც შეიძლება FDI-ის მოზიდვას ხელი შეუწყოს - დეპუტატის მოსაზრება

ვრცლად
18.აგვისტო.2019 16:15
191

„ჯორჯიან ეარვეისი“: ვფიქრობდით, რომ წელს უფრო მეტ შემოსავალს მივიღებდით

ვრცლად
18.აგვისტო.2019 15:20
207

7 თვეში ელექტროენერგიის იმპორტი 21%-ით გაიზარდა, მათ შორის რუსეთიდან - 139%-ით

ვრცლად