11.ივლისი .2019 19:31

საპარტნიორო ფონდი გამჭვირვალობის კვლევას პასუხობს

views 626
უკან

საპარტნიორო ფონდი საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ კვლევას პასუხობს.

საინვესტიციო ფონდი აცხადებს, რომ "TI საქართველოს" მიერ მათი შეფასების დროს კოურფციის შესახებ გამოთქმული მოსაზრება არის უსაფუძვლო. 

საპარტნიორო ფონდი ასევე აღნიშნავს, რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ კანონის ჩარჩოებში მოქმედებენ, მათი საინვესტიციო პოლიტიკა კი გამჭვირვალეა. 

საპარტნიორო ფონდის განცხადება:

"საპარტნიორო ფონდი" „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს’’ (TIG) კვლევას ეხმაურება, რომელიც ფონდის საქმიანობის შესახებ დღეს გამოქვეყნდა. „საპარტნიორო ფონდი” წლებია აქტიურად თანამშრომლოს TIG -თან. ფონდი ღია და გამჭვირვალეა ნებისმიერი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, გარდა კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისა. ამიტომ კვლევა, რომელიც ფონდის საქმიანობის შესახებ გამოქვეყნდა ზოგადია, რაც ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა.

კვლევაში ფონდის მიმართ გარკვეულ პროექტებთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებების პასუხად განვმარტავთ, რომ „საპარტნიორო ფონდი“ პარტნიორების შერჩევისას და პროექტების მომზადებისას ხელმძღვანელობს მხოლოდ პროექტის საფინანსო მაჩვენებლებისა და ბიზნეს მოდელის შეფასებიდან გამომდინარე. გადაწყვეტილებები სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით მიიღება. რაც შეეხება ჩვენი პარტნიორების სხვა დამოუკიდებელ საქმიანობას, მას ფონდის პროექტებთან კავშირი არ აქვს. ფონდი მოქმედებს თავისი მანდატიდან გამომდინარე, შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციის ფარგლებში. ამგვარად, მიგვაჩნია, რომ შესაძლო კორუფციასთან დაკავშირებით კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები უსაფუძვლოა.

კვლევაში ნახსენებია ფონდის რამდენიმე წარმატებული პროექტი, კერძოდ:

• კასპში ევროპული სტანდარტებისა და მაღალი ტექნოლოგიების ქარხნის პროექტი, რომელშიც მონაწილეობს 100-წლიანი გამოცდილების მქონე ესპანური კომპანია „კერამიკა ელ ტორრენტე“. ესპანური კომპანია საუკუნეზე მეტია მსოფლიო ბაზარზე წარმატებულად საქმიანობს.

• რაჭაში „ღორების სანაშენე ფერმის“ პროექტი, რომელშიც მონაწილეობს მსოფლიოში უმსხვილესი ხორცპროდუქტებისა და ცნობილი „ჰამონის“ მწარმოებელი ესპანური კომპანია, „Deraza Iberico“-ს აქციონერების მიერ დაფუძნებული „Native Georgian“-ი.

• მაღალი ენერგოეფექტური სამშენებლო გაზო-ბლოკების საწარმო „Ytong“ -ის პროექტი, რომელშიც მონაწილეობს ქართული კომპანია „არქი ჯგუფი“ და გერმანული კომპანია „ქსელა გრუპი“. პროექტზე მუშაობა 2014 წელს დაიწყო. პარტნიორთა შეთანხმება 2016 წლის 14 ივნისს შედგა.

როგორც ზემოთ აღნიშნულიდან ჩანს, საუბარია „საპარტნიორო ფონდის“ იმ პრექტებზე, რომელთა პარტნიორები მაღალი რეპუტაციითა და მსოფლიო ბაზრებზე მრავაწლიანი წარმატებული სქმიანობით გამოირჩევიან.

კვლევაში, ასევე, საუბარია წარმატებული პროექტ წინანდლის სასტუმრო Radisson Colletion-ის განმახორციელებელი კომპანიის „ სილქ როუდ ჯგუფის“ ოფშორთან კავშირის შესახებ. განვმარტავთ, რომ ურთიერთთანამშრომლობის მსგავსი პრაქტიკა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია და „საპარტნიორო ფონდი“ ამ შემთხვევაშიც ქვეყანაში არსებული კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებს. ფონდის კნტრაქტორი ამ შემთხვევაში „სილქ როუდ ჯგუფის“ მიერ საქართველოში რეგისტრირებული შვილობილი კომპანიაა.

რაც შეეხება კვლევაში აღნიშნულ რეკომენდაციებს, „საპარტნიორო ფონდის“ სტრუქტურულ ცვლილებებსა და დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებით, როგორც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია, „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციასა და ფონდის დაფინანსების ალტერნატიული წყაროების აუცილებლობაზე ფონდის ხელმძღვანელობის მხრიდან არაერთხელ იქნა გაჟღერებული, როგორც მედია საშუალებებით, ასევე, სხვადასხვა დონის შეხვედრზე , მათ შორის, ბიზნეს წრეებთან და საქართველოს პარლამენტში. ფონდი მზად არის, დაინტერესებულ ჯგუფებთან აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები მომავალშიც გამართოს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა