მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქციების პირველ კვირაში საჰაერო გზით შემოსული რუსი ვიზიტორების რიცხვი 78%-ით შემცირდა

5d357fee904f1
შოთა ტყეშელაშვილი
22.07.19 13:26
2393
TBC Research-მა დღეს რუსული ტურისტული ემბარგოს შესახებ ახალი მიმოხილვა გამოაქვეყნა. ორგანიზაციის შეფასებით, რუსეთიდან ფრენების შეზღუდვის მიუხედავად, ტურიზმის სექტორი ზრდის დაბალ, თუმცა პოზიტიურ დინამიკას მაინც ინარჩუნებს

მიმოხილვის მიხედვით, 2019 წლის ივლისის მეორე კვირაში (ე.წ. ავიასანქცია 8 ივლისს ამოქმედდა) საქართველოში საჰაერო გზით შემოსული რუსი ვიზიტორების რაოდენობა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 78%-ით შემცირდა.

მთლიანობაში, პერიოდის განმავლობაში საჰაერო გზით (ტრანზიტით) 2,898-მა ადამიანმა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი. საავტომობილო გზით კი, რუსეთიდან 38,525 ადამიანი შემოვიდა, რაც 2018 წელთან შედარებით 1.7%-ით ნაკლებია. მთლიანობაში, ივლისის მეორე კვირაში რუსეთის მოქალაქეების 21.4%-იანი კლება დაფიქსირდა.

“სხვა ქვეყნებიდან ვიზიტორების მატების შედეგად, ჯამურად ტურიზმის სექტორი ზრდის დაბალ, თუმცა პოზიტიურ დინამიკას ინარჩუნებს,” - ნათქვამია TBC Research-ის მიმოხილვაში.

მთლიანობაში ივლისის მეორე კვირაში საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 3.2%-ით გაიზარდა.