მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შუა დერეფანი“ და ყაზახეთის ინტერესები

BM.GE
09.02.23 16:47
277
ყაზახეთი საქართველოს დერეფანში ნავთობის გადაზიდვას ზრდის. მედია სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ბაქო თბილისი - ჯეიჰანის მილსადენით, ყაზახური ნავთობის მიწოდებამ შესაძლოა 120 000 ტონა შეადგინოს. აქტაუს ნავთობტერმინალის მფლობელ კომპანია ყაზტრანსოილის პრესსამსახურში აზერბაიჯანულ Report-ს განუცხადეს, რომ 2023 წლის თებერვალში ყაზტრანსოილი აქტაუს პორტში თენგიზ-შევროილის კუთვნილი 120 000 ტონა ნავთობის ჩატვირთვას გეგმავს თუმცა შემდგომ მარშრუტს კომპანია არ აკონკრეტებს. თუმცა ის, რომ ყაზახეთი ტრანსკასპიური დერეფნით ნავთობის ტრანსპორტირებას ზრდის რიცხვებიც ადასტურებს. 

ყაზტრანსოილის მონაცემებით, მათი შვილობილი ბათუმის ნავთობტერმინალიდან იანვარში 82.5 ათასი ტონა ნავთობის გადაზიდვა მოხდა. ეს ნავთობიც თენგიზის საბადოდან არის. 2022 წელს კი, ბათუმის გავლით თითქმის 2 მლნ ტონა ნავთობი გადაიზიდა, რაც 603 ათასი ტონით მეტია 2021 წელთან შედარებით. 

რუსეთ -უკრაინის ომის ფონზე ყაზახეთი ბათუმის პორტის გავლით ტვირთბრუნვით არის დაინტერესებული. ბათუმის პორტის ინფორმაციით, ყაზახური მხარე აჭარის მთავრობასთან ერთად რკინიგზის სადგურიდან პორტის ნავმისადგომებამდე დამატებითი სარკინიგზო ხაზის გაყვანის საკითხზე მუშაობს. რეალურად რა პერსპექტივა აქვს ყაზახურ ნავთობს ტრანსკასპიურ დერეფანში თავი დაიმკვიდროს და კიდევ რა ტვირთი შეიძლება გადმომისამართდეს შავი ზღვის პორტებისკენ? 

სტუმარი: ლევან სულაბერიძე - ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარე;