12.ივლისი.2019 23:00
ეკონომიკა

სამხრეთ კორეა ახალი ბაზარი ქართული ღვინისთვის - ბიზნესი მთავრობის დახმარებას ითხოვს

სამხრეთ კორეა ახალი ბაზარი ქართული ღვინისთვის - ბიზნესი მთავრობის დახმარებას ითხოვს
“კორპორაცია ქინძმარაულის” გენერალური დირექტორის თქმით, სამხრეთ კორეაში ვიზიტის დროს გამოიკვეთა, რომ ბაზარზე ქართული ღვინის მიმართ დაინტერესება მზარდია, თუმცა მთავარი პრობლემა არის ის, რომ ქართველ მეწარმეებს იქ დიდი გადასახადების გადახდა უწევთ.

“ჩვენ არ გვაქვს თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება სამხრეთ კორეასთან, რაც თავისთავად გვიძვირებს საქმიანობას. ამის გამო კი, თავიდანვე არაკონკურენტუნარიან გარემოში ვხვდებით. ხოლო პრობლემის გადასაჭრელად მთავარი როლი და ვალიც კი, საქართველოს მთავრობას ეკისრება და აუცილებლად უნდა დაგვიდგნენ მხარში,”-აღნიშნა ნუგზარ ქსოვრელმა, გადაცემა “საქმიან დილაში”.

მისი თქმით, სამხრეთ კორეა, არის 52 მლნ-იანი ქვეყანა, რომელიც ძალიან სწრაფად იზრდება და გამორჩეულია ცხოვრების დონით, მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით, ერთ სულ მოსახლეზე და ღვინის სიყვარულით.

“გეგმაში გვაქვს სამხრეთ კორეის ბაზარზე შესვლა და ჩვენ დავიწყეთ კიდეც მისი საფუძვლიანი კვლევა. გარდა ამისა, უახლოეს 5 წელიწადში ვგეგმავთ, ევროპის ქვეყნებმა ჩვენს სტატისტიკაში, პირველ სამეულში გადაინაცვლონ, ხოლო განსაკუთრებით საინტერესო ბაზრად კვლავ ჩინეთი დარჩება, რომელიც ლიდერია ქართული ღვინის ექსპორტის მაჩვენებელში, ამას კი ხელი შეუწყო, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებამ და უფრო ფართოდ და სწრაფად გაგვიღო კარი ჩინეთის ბაზარზე,” - განაცხადა კორპორაცია ქინძმარაულის“ გენერალურმა დირექტორმა, ნუგზარ ქსოვრელმა.
ავტორი: მარიამ ადამია

20.ივლისი.2019 13:15
46

“საპარტნიორო ფონდის” პროექტი - ჩამოწერილი ჯარიმები და გადავადებული ვალდებულებები

ვრცლად
20.ივლისი.2019 12:46
68

ფინანსთა მინისტრი: მოსახლეობასთან შედგა ღია დიალოგი - სადაც კრიტიკა იყო საჭირო, გვესმოდა კრიტიკა

ვრცლად
20.ივლისი.2019 12:11
88

top 5 დაცული ტერიტორია საქართველოში, რომელსაც ყველაზე ხშირად სტუმრობენ

ვრცლად
20.ივლისი.2019 11:05
367

„$37,000 უკან გადავრიცხე - ინდოეთში“, - ბიზნესის პრობლემები ინდოეთიდან ტურისტების მოზიდვისას

ვრცლად
20.ივლისი.2019 10:20
112

აჭარაში სპორტული ტურიზმის პოტენციალის კვლევისთვის 200 ათასი ევრო დაიხარჯება

ვრცლად
20.ივლისი.2019 10:00
803

“ტოიოტა ცენტრი თბილისი": დღეს ეკონომიკის პირველი მტერი ეროვნული ბანკია

ვრცლად