მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამხატვრო აკადემიის სრული რეაბილიტაცია 2018 წელს დასრულდება

5718e3a3b9f14
BM.GE
21.04.16 18:27
1857
სამხატვრო აკადემიის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულებულია, რაც შენობის სრულ სტაბილიზაციას გულისხმობს.
 
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის შენობის რეაბილიტაცია 2015 წლის ოქტომბერში, კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების ავარიული შენობების მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დაიწყო. სარემონტო სამუშაოები 2018 წელს დასრულდება.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით 2015 წელს დაიწყო მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციების იმ შენობებში, სადაც რამდენიმე ათეული წელია ინფრასტრუქტურული პრობლემები არ იყო მოგვარებული. ამ ეტაპზე ხორციელდება 8 მასშტაბური პროექტი, დაგეგმილია 50-მდე შენობის რეაბილიტაცია.