მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამწუხაროდ, ყველაფერი გაძვირდა ქვეყანაში, ტაქსის გარდა - ეს არ არის სწორი"

5d5bece94289d
ანუკა ჯოხაძე
21.08.19 20:15
1238
“მოლოდინები არის ის რომ ტაქსის ღირებულება აიწევს, იმიტომ რომ ყველაფერი გაძვირდა ქვეყანაში”, - ამის შესახებ ტაქსების კომპანია „200-200“-ის დამფუძნებელმა ნიკა ხოფერიამ BM.GE-ისთან განაცხადა.

მისი თქმით, ლარის კურსის რეკორდულმა გაუფასურებამ, ჯერჯერობით, მხოლოდ ფსიქოლოგიური გავლენა აქვს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში პროდუქციაზე ფასებმა მოიმატა, არ არის გამორიცხული, რომ ტაქსით მგზავრობის ღირებულებაც გაიზარდოს.

“კურსის რეკორდულმა ცვალებადობამ ტაქსების ბიზნესზე გავლენა მოახდინა, მაგრამ ჯერ მხოლოდ ფსიქოლოგიური გავლენაა. ჯერჯერობით, მგზავრობის ღირებულება არ გაზრდილა. ეს იმის გამო, რომ მძღოლებსა და კომპანიებს აქვთ შიშები, რომ თუ კი ფასს გაზრდიან, ბაზრის წილს და სამუშაოს დაკარგავენ, რაც ჩემი აზრით, არასწორია.

მოლოდინები არის ის, რომ ტაქსის ღირებულება აიწევს, იმიტომ რომ ყველაფერი გაძვირდა ქვეყანაში, სამწუხაროდ, ტაქსის გარდა; ეს არ არის სწორი იმიტომ, რომ ტაქსის მძღოლები იჩაგრებიან. ჩვენ ახალი საწვავი შემოვიტანეთ, რომელიც არის თხევადი გაზი. ძირითადად ჩვენი ყველა მანქანა არის თხევად გაზზე, ამიტომ საწვავის ფასი ვერ იმოქმედებს ტაქსის გაძვირებაზე, მაგრამ ის რომ ცხოვრება გაძვირდა, საბოლოო ჯამში, იმოქმედებს. არ არის ტაქსი სოციალური პროექტი, ტაქსი არის ყველგან გადაადგილების საშუალება და თუ გინდა გადაადგილდე სწრაფად, უნდა გადაიხადო ფული“, - აცხადებს ტაქსების კომპანია „200-200“-ის დამფუძნებელი ნიკა ხოფერია.