24.თებერვალი .2016 10:18

Samsung-ის ახალ მაღაზიაში პროდუქცია არ გაიყიდება

views 1555
უკან

Samsung-მა ნიუ-იორკში ახალი "მაღაზია" გახსნა, რომელშიც მომხმარებელს პროდუქციის შეძენა არ შეუძლია. Samsung-ის ახალი ცენტრი სამ სართულზეა განთავსებული და ის მარკეტინგულ ცენტრს წარმოადგენს. მაღაზიის სივრცე 5000 კვადრატულ მეტრზე მეტია და მისი სახელწოდებაა Samsung 837. მომხმარებლებს ახალ პროდუქტის გაცნობა დიდ ეკრანზე პრომო-რგოლის მეშვეობით შეეძლებათ.

როგორც კომპანიაში განმარტეს, იდეა კულტურული ცენტრის გახსნას ისახავს მიზნად, რომელიც სამხრეთ კორეის ტექნოლოგიების დემონსტრირებას მოახდენს.

"ჩვენ არ გვინდა, რომ მომხმარებელს ჩვენი პროდუქცია თავს მოვახვიოთ", - განაცხადა Samsung 837-ის მენეჯერმა, ზაკ ოვერტონმა.

"სამსუნგის" ცენტრში მომხმარებლებისთვის სპეციალური ოთახიც არის მოწყობილი, სადაც მათ საკუთარი ფოტოების ნახვა შეუძლიათ. ფოტოების წყარო სოციალური ქსელი Instagram-ი იქნება, ვიზიტორებმა კი საკუთარი nickname-ი დაწესებულებაში შესვლამდე უნდა მიუთითონ.