15.მაისი.2019 21:50
ეკონომიკა

სამშენებლო კომპანია TERRA BUILDING-ის პრეტენზიებს თბილისის მერია პასუხობს

სამშენებლო კომპანია TERRA BUILDING-ის პრეტენზიებს თბილისის მერია პასუხობს
სამშენებლო კომპანია TERRA BUILDING-ს თბილისის მერიაში პასუხობენ.

როგორც BM.GE-ის თბილისის მერიაში განუმარტეს, დეველოპერს ნ.ჟვანიას ქუჩაზე მშენებლობისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე, მხოლოდ რეკრეაციული ზონის განსაზღვრის პრობლემა არ აქვს და ის გეოლოგიურად საშიშ ადგილს წარმოადგენს.

„მეწყერსაშიში ზონაა, რაც მერიის მიერ დაკვეთილი გეოლოგიური კვლევით დადასტურებულია. გენერალური გეგმით და გეოლოგიური კვლევებით დადასტურებულია, რომ ტერიტორიაზე მშენებლობა არ შეიძლება და ამასთან, იგი ისტორიულ-ლანდშაფტურ ზონაში მდებარეობს. ტერიტორიას ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის ზონის სტატუსი 1985 წელს მიენიჭა,“ - განაცხადეს მერიაში.

მათივე განმარტებით, აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით საჩივრის განხილვა მერიაში მიმდინარეობს და საკითხის აღსრულება გადაწყვეტილების შესაბამისად მოხდება.

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა განვაცხადოთ, რომ დავის განხილვის დასრულების შემდეგ გადაწყდება საკითხი ისე, რომ არც ინვესტორი დაზარალდეს და არც - მუნიციპალიტეტი, რაც მთავარია, უსაფრთხოების კუთხით მოსახლეობის ინტერესი იყოს დაცული“, - განმარტავენ მერიაში.

ცნობისთვის: სამშენებლო კომპანია „ტერა ბილდინგს“ მერიასა და საკრებულოში არსებული ბიუროკრატიული პრობლემების გამო ახალი მშენებლობების დაწყება უჭირს. როგორც „საქმის კურსში“ კომპანიის დირექტორმა ლელა მაზანაშვილმა განაცხადა, გენგეგმის დამტკიცების შემდეგ გაირკვა, რომ მშენებლობისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსი მიენიჭა და მშენებლობა აკრძალულია. მაზანაშვილის მტკიცებით, მერიაში განუცხადეს, რომ „ტერიტორია ამჟამად ლანდშაფტური ზონაა და იქ ხმელთაშუა ზღვის კუ ბინადრობს.“

კომპანიას ჟვანიას ქუჩაზე მიწის ორი ნაკვეთი ჰქონდა ნაყიდი, ერთი - 200 ათას დოლარად, მეორე - 400 ათას დოლარად, სადაც დაბალსართულიანი კორპუსების მშენებლობას აპირებდა. ბიზნესმენი ამბობს, რომ ამჟამად კომპანიას 600,000 დოლარის ბანკის ვალი აქვს.
ავტორი: ლიკა გურაბანიძე

27.მაისი.2019 09:00
54

დღეს, პარლამენტში, საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი სტუდენტებს შეხვდება

ვრცლად
26.მაისი.2019 22:03
113

გაფიცულ მაღაროელებსა და "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლებს შორის შეთანხმება ვერ შედგა

ვრცლად
26.მაისი.2019 21:10
318

რას გულისხმობს ქუთაისის ბრენდინგი? – გეგმები იმერეთში

ვრცლად
26.მაისი.2019 20:00
189

რევაზ ვაშაკიძე: სოფლის მეურნეობაში უნდა შეიქმნას ფუნდამენტი – ხორბალი და მარცვლეული

ვრცლად
26.მაისი.2019 19:40
662

თორნიკე რიჟვაძე: წლის ბოლომდე გადაწყდება, ბათუმში აეროპორტი გაფართოვდება, თუ ახალი აშენდება

ვრცლად
26.მაისი.2019 19:15
169

რა სიახლეებით ხვდება აჭარა ზაფხულის ტურისტულ სეზონს

ვრცლად